1.ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, გრწმენინ ღმრთისაჲ და გრწმენინ ჩემდა მომართ.2.სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკუეთუ არა, გარქუმცა თქუენ, ვითარმედ: მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი.3.და უკუეთუ წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი, კუალად მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ თავისა ჩემისა თანა, რაჲთა სადაცა მე ვიყო, მუნცა თქუენ იყვნეთ.4.და ვიდრე-იგი მე მივალ, უწყით და გზაჲცა იგი იცით.5.ჰრქუა მას თომა: უფალო, არა ვიცით, ვიდრე ხუალ, და ვითარ შემძლებელ ვართ გზისა მის ცნობად?6.ჰრქუა მას იესუ: მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ.7.უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ. ამიერითგან იცით იგი და გიხილავს იგი.8.ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა.9.ჰრქუა მას იესუ: ესოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი, და შენ ვითარ მეტყჳ მე: მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი?10.არა გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, თავით ჩემით არა გეტყჳ, არამედ მამაჲ ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა.11.გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? უკუეთუ არა, საქმეთა ამათგან გრწმენინ ჩემი.12.ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროჲსიღა ამისსა ქმნეს, რამეთუ მე მამისა მივალ.13.და რაჲცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რაჲთა იდიდოს მამაჲ ძისა თანა.14.და უკუეთუ რაოდენი ითხოვოთ სახელითა ჩემითა, მე ვყო.15.უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით.16.და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუაჲ ნუგეშინის-მცემელი მოგივლინოს თქუენ, რაჲთა თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე.17.სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არა ჰხედავს მას, არცა იცის იგი, ხოლო თქუენ იცით იგი, რამეთუ თქუენ თანა არს და თქუენ თანა იყოს.18.არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე თქუენდა.19.მცირედღა, და სოფელი ესე არა მხედვიდეს, ხოლო თქუენ მხედვიდეთ მე, რამეთუ მე ცხოველ ვარ, და თქუენცა ცხოველ იყვნეთ.20.მას დღესა შინა სცნათ თქუენ, რამეთუ მე მამისა ჩემისა თანა, და თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ შორის.21.რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი.22.ჰრქუა მას იუდა, არა ისკარიოტელმან: უფალო, რაჲ არს, რამეთუ ჩუენ გამოგჳცხადებ თავსა შენსა და არა სოფელსა?23.მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ.24.ხოლო რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს; და სიტყუანი, რომელ გესმიან, არა ჩემნი არიან, არამედ მომავლინებელისა ჩემისა მამისანი.25.ამას გეტყოდე თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.26.ხოლო ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდაჲ, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგაჴსენოს თქუენ ყოველი, რაოდენი გარქუ თქუენ.27.მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ; არა ვითარ სოფელმან მისცის, მიგცემ თქუენ. ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, ნუცა ეშინინ.28.გესმა, რამეთუ გარქუ თქუენ: წარვალ და მოვიდე თქუენდა. უკუეთუმცა გიყუარდი მე, გიხაროდამცა, რამეთუ მივალ მამისა ჩემისა, რამეთუ მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს.29.და აწ გარქუ თქუენ, ვიდრე ყოფადმდე, რაჲთა, რაჟამს იყოს, გრწმენეს.30.არღარა მრავალსა ვიტყოდი თქუენ თანა, რამეთუ მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა პოოს არარაჲ.31.არამედ რაჲთა ცნას სოფელმან, რამეთუ მიყუარს მე მამაჲ, და ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეთცა ვყო. აღდეგით და წარვიდეთ ამიერ.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ვიდრე ხუალ? ჰრქუა მას იესუ: მე ვიდრე ვალ, შენ ვერ ძალ-გიც მოდევნებად აწ, ხოლო მომდევდე ამისა შემდგომად“ (13,36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს სიყუარული და ცეცხლისა უმჴურვალჱს, და ზეცისა სიმაღლედ მიიწევის, და არარაჲ სოფლისა საქმეთაგან იქმნების დამაყენებელ მისა. რამეთუ მჴურვალესა მას გულითა პეტრეს ესმა რაჲ, ვითარმედ: „სადა მე წარვალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად“, მეყსეულად ჰრქუა მას:
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა. ჰრქუა მას იესუ: ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არღა მიცით მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“ (14,8-9).
თ ა რ გ მ ა ნ ი: წინაჲსწარმეტყუელი ეტყოდა ჰურიათა, ვითარმედ: „პირი მეძვისაჲ იქმნა შენ ზედა, და ურცხჳნო იქმენ ყოველთა მიმართ“. ხოლო ვითარცა ვჰგონებ, არა მის ქალაქისა მიმართ ოდენ შუენის ამის სიტყჳსა თქუმაჲ, არამედ მათა მიმართცა, რომელნი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ გიყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით. და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგცეს თქუენ, რაჲთა დაადგრეს თქუენ თანა უკუნისამდე, სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არცა ჰხედავს მას და არცა იცის იგი“ (14,15-17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: საქმეთა მოგებაჲ ჯერ-არს ჩუენდა და არა სიტყუათაჲ მარადის, რამეთუ თქუმაჲ სიტყჳთ და ქადაგებაჲ მარადის ადვილ არს, ხოლო საქმით ქმნაჲ სიტყჳსაჲ არა ადვილ არს. რაჲსათჳს უკუე ვთქუ ესე?...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აღდეგით და წარვედით ამიერ. მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი და თქუენ - რტონი. მამაჲ ჩემი მოქმედი არს“ (14,31; 15,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: უსწავლელობაჲ დაჴსნილ და მოშიშ-ჰყოფს სულსა, ვითარცა-იგი სწავლაÁ საღმრთოთა საქმეთაჲ ახოვან-ჰყოფს და მაღალ. რამეთუ რაჟამს არა იყოს მოსწრაფჱ გონებაჲ, მაშინ იქმნების სული მოშიშ არა ბუნებით, არამედ ნებსით. რამეთუ რაჟამს ვიხილო კაცი, რომელი ოდესმე ახოვან იყო და აწ მოშიშ არს, არღარა ბუნებითად ვიტყჳ საქმესა მას, რამეთუ ბუნებითნი ყოველნი შეუცვალებელ არიან....
...უჭკნობად და უწყვეტად რჩება, რადგან ჟამთა არცერთი სიძნელე ვერ ამხელს მას. რადგან, თუნდაც სხეული დაიშალოს, იგი სიცოცხლესთან ერთად არ იშლება, არამედ წინასწარ მიემგზავრება და მას სავანეებს უმზადებს, რომელთა შესახებაც ქრისტე ამბობს: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან.“ ().ამრიგად, ამითაც სძლევს ადამიანურს: უწყვეტობითა და მდგრადობით, რაც ცხოვრებისეულ საგანთაგან არაფერს აქვს.რადგან თუ სილამაზეს იტყვი, იგი სნეულებით ჭკნება და სიბერით ილევა; თუ ძალაუფლებას იტყვი, ხშირად იცვლება; თუ სიმდიდრეს ან ამჟამინდელი ცხოვრების სხვა რამ ბრწყინვალესა და თვალსაჩინოს იტყვი, ან ცოცხლებს მიატოვა, ან გარდაცვლილნი შიშველნი და ობლად დატოვა.მაგრამ სიმართლის ნაყოფი ასეთი არ არის: იგი ჟამით არ ილევა, სიკვდილით არ წყდება, არამედ მაშინ უფრო უსაფრთხო ხდება, როცა იმ ტალღაუცემელ ნავსაყუდელში შევა.
შემდეგ ამბობს: „გამოუბრწყინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა“ ().ღვთის მოშიშის ნეტარებას რო...
...არისაჲ და სხუაჲ დიდებაჲ არს ვარსკულავთაჲ; რამეთუ ვითარცა-იგი ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა“**, და ასევე: „ეგრეთცა აღდგომაჲ მკუდართაჲ“ (). და ქრისტეც ამბობს: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“ ().ამის გამო იმ ბრწყინვალებას დასასრული არ აქვს.რადგან იგი არც ღამეს უთმობს ადგილს და არც სიბნელეს ემორჩილება, არამედ გამოუთქმელია და დიდი, ამ ხილულ ბრწყინვალებას ბევრად აღემატება და ეს უდიდესი რამ აქვს: ზღვარს არ იღებს; ეს კი მეუფის გამოუთქმელი ძალის საქმეა: ხრწნადი და მოკვდავი სხეულები ასეთ სიმტკიცესა და ძალამდე მიიყვანოს.
შემდეგ, რადგან რაღაც დიდი თქვა და მსმენელი იმედებით ფრთაშესხმული გახადა, აჩვენებს, რომ ეს სამართლიანად ხდება, რადგან ასეთი დიდია ამის აღმასრულებელი.ვინ არის აღმასრულებელი?ის, ვინც მამას თანაარსია.რადგან ამის ცხადსაყოფად დაუმატა: „საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ“ (...
მოციქულისაჲ: ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს (3,13).:
...ნთავისუფლდებოდის ხრწნილებისაგან.
მოციქულისაჲ: ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს (3,13).
თარგმანი: რომელი არს აღთქუმაჲ იგი საუფლოჲ ახალთა ცათა და ქუეყანისა დაბადებისათჳს? გარნა თუ რაჟამს გესმას: "სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან" () და "მე მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ" (); ხოლო სიმართლისა მკჳდრობაჲ მაშინ იქმნების, რაჟამს ეშმაკი სრულიად განქარდეს და ცოდვაჲ ყოვლად უქმ იქმნეს.
მოციქულისაჲ: ამისთჳს, საყუარელნო, ამას მოელოდეთ და ისწრაფეთ შეუგინებელთა და უბიწოთა მისსა პოვნად მშჳდობით, და უფლისა ჩუენისა იგი სულგრძელებაჲ ცხორებად შეჰრაცხეთ, ვითარცა-იგი საყუარელმან ძმამან ჩუენმან პავლე, მსგავსად მოცემულისა მის მისდა სიბრძნისა, მიწერა თქუენდა, ვითარცა-იგი ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყჳს ამისთჳს (3,14-16).
თარგმანი: ერთ-ჴმა არიან თავნი მოციქულთანი და ქადაგნი ჭეშმარიტებისანი, რამეთუ, რომლისათჳს აწ პეტრე იტყჳს, ვითარმედ: ნუ არა-ყოფად მეორედ მოსლვისა შეგირაცხიეს სულგრძელებით დაყოვნებაჲ ესე ცოდვილთა ტანჯვისაჲ, არამედ საცხორებელად შეჰრაცხეთ უფლისა მიერ, რომელსა არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ; არამედ დრო-სც...