მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 14:3

2. სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკუეთუ არა, გარქუმცა თქუენ, ვითარმედ: მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი.3. და უკუეთუ წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი, კუალად მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ თავისა ჩემისა თანა, რაჲთა სადაცა მე ვიყო, მუნცა თქუენ იყვნეთ.4. და ვიდრე-იგი მე მივალ, უწყით და გზაჲცა იგი იცით.
სახარებაჲ იოვანესი თავი 14
3. და უკუეთუ წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი, კუალად მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ თავისა ჩემისა თანა, რაჲთა სადაცა მე ვიყო, მუნცა თქუენ იყვნეთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი დ̂. უწყებაჲ სიბოროტისათჳს მწვალებელთაჲსა უკუანაჲსკნელთა ჟამთა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა განმზადებულ ვიყვნეთ დღისა მისთჳს მეორედ მოსლვისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს (3,13).:

...სგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს (3,13).

თარგმანი: რომელი არს აღთქუმაჲ იგი საუფლოჲ ახალთა ცათა და ქუეყანისა დაბადებისათჳს? გარნა თუ რაჟამს გესმას: "სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან" () და "მე მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ" (); ხოლო სიმართლისა მკჳდრობაჲ მაშინ იქმნების, რაჟამს ეშმაკი სრულიად განქარდეს და ცოდვაჲ ყოვლად უქმ იქმნეს.

მოციქულისაჲ: ამისთჳს, საყუარელნო, ამას მოელოდეთ და ისწრაფეთ შეუგინებელთა და უბიწოთა მისსა პოვნად მშჳდობით, და უფლისა ჩუენისა იგი სულგრძელებაჲ ცხორებად შეჰრაცხეთ, ვითარცა-იგი საყუარელმან ძმამან ჩუენმან პავლე, მსგავსად მოცემულისა მის მისდა სიბრძნისა, მიწერა თქუენდა, ვითარცა-იგი ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყჳს ამისთჳს (3,14-16).

თარგმანი: ერთ-ჴმა არიან თავნი მოციქულთანი და ქადაგნი ჭეშმარიტებისანი, რამეთუ, რომლისათჳს აწ პეტრე იტყჳს, ვითარმედ: ნუ არა-ყოფად მეორედ მოსლვისა შეგირაცხიეს სულგრძელებით დაყოვნებაჲ ესე ცოდვილთა ტანჯვისაჲ, არამედ საცხორებელად შეჰრაცხეთ უფლისა მიერ, რომელსა არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ; არამედ დრო-სც მას და ელის სინანულსა ყოველთასა. ამისვე პირისათჳს მისვე სულისა მიე...

სრულად ნახვა