...ესუ, ვითარმედ: „უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ“. ხოლო ჰკითხა ფილიპეცა და თომაცა მამისათჳს, და არარაჲ განცხადებული უთხრა მათ. ამისთჳს ინება ფილიპეცა კითხვად, ვი-თარმედ: „მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და ჩუენ სხუაჲ არარაჲ გჳჴმს“. და ქრისტესა ეთქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ“, ხოლო მან კუალად თქუა, ვითარმედ: „მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი“, ვითარმცა იგი სრულებით იცოდა, არამედ ქრისტემან დაადგინა იგი გზასა ზედა და არწმუნებდა, ვითარმედ მის მიერ იცნობების მამაჲ, არამედ მას თუალითა ჴორციელითა ენება ხილვაჲ მისი, ნუუკუე ამისთჳს, რამეთუ ესმოდა წინაჲსწარმეტყუელთაჲ, ვითარმედ იხილეს ღმერთი, არამედ ვერცა სადა მათ იხილეს ბუნებაჲ ღმრთისაჲ, არამედ ხილვანი, განყოფილებით ქმნულნი. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“; და კუალად უფალი იტყჳს: „არცა ჴმაჲ მისი გასმიეს, არცა პირი მისი გიხილავს“; და კუალად წერილ არს: „არავინ იხილოს პირი ჩემი და ცხოვნდეს“; ხოლო ქრისტემან მხილებისსახედ ჰრქუა მას: „ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე?“ და იგი მამასა ეძიებდა ხილვად, არამ...
სახარებაჲ იოვანესი 14:7
6. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ.7. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ. ამიერითგან იცით იგი და გიხილავს იგი.8. ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 14