მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 14:19

18. არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე თქუენდა.19. მცირედღა, და სოფელი ესე არა მხედვიდეს, ხოლო თქუენ მხედვიდეთ მე, რამეთუ მე ცხოველ ვარ, და თქუენცა ცხოველ იყვნეთ.20. მას დღესა შინა სცნათ თქუენ, რამეთუ მე მამისა ჩემისა თანა, და თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ შორის.
სახარებაჲ იოვანესი თავი 14
19. მცირედღა, და სოფელი ესე არა მხედვიდეს, ხოლო თქუენ მხედვიდეთ მე, რამეთუ მე ცხოველ ვარ, და თქუენცა ცხოველ იყვნეთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აღდეგით და წარვედით ამიერ. მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი და თქუენ - რტონი. მამაჲ ჩემი მოქმედი არს“ (14,31; 15,1).:

...იყვნეს, ვერმცა შეუძლოა თუალთა მათთა დაყოფად, რომელნი-იგი კითხვითა ოდენ დასცნა, ვითარცა მკუდარნი? არამედ სიტყუაჲ იგი მოწაფეთათჳს თქუა, რამეთუ ვინაჲთგან ადგილსა საშიშსა სხდეს და იყო ღამჱ, და თავადი იტყოდა, ვითარმედ: „მცირედღა, და არა თქუენ თანა ვიყო“, ამისი შიში იყო მათ ზედა, და ვერ ძალ-ედვა კეთილად სმენად სიტყუათა მათ. ამისთჳს წარიყვანნა იგინი უშიშსარე ადგილსა, რაჲთა არა მიმოიხედვიდენ და მოელოდიან ზედამოსლვასა, არამედ დაწყნარებულად ისმენდენ, რამეთუ ეგულებოდა დიდთა საიდუმლოთა თხრობად მათა. ამისთჳს ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აღდეგით და წარვედით ამიერ. მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი და თქუენ - რტონი“ (14,31; 15,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა-მე მოასწავებს ამის იგავისა მიერ? რამეთუ რომელი არა ისმენდეს თქუმულთა ამათ, მას ცხორებაჲ არა აქუს, და ვითარ მედ ყოფადნი იგი სასწაულნი მისითა ძალითა იყვნენ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაჲ ჩემი მოქმედი არს“ (15,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე? და მოქმედებაჲ უჴმსა ძესა? ნუ იყოფინ! რამეთუ ესე იგავი არა ამას მოასწავებს. და იხილე, თუ რაზომითა გამოწულილვითა იწყებს იგავსა მას, რამეთუ არა იტყჳს, თუ: ძირნი მიიღებენ მოღუაწებასა მოქმედისასა, არამედ რტონი...

სრულად ნახვა