მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 14:17

16. და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუაჲ ნუგეშინის-მცემელი მოგივლინოს თქუენ, რაჲთა თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე.17. სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არა ჰხედავს მას, არცა იცის იგი, ხოლო თქუენ იცით იგი, რამეთუ თქუენ თანა არს და თქუენ თანა იყოს.18. არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე თქუენდა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 14
17. სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არა ჰხედავს მას, არცა იცის იგი, ხოლო თქუენ იცით იგი, რამეთუ თქუენ თანა არს და თქუენ თანა იყოს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა, ამენ (16,24).:

...ნების, ხოლო დაცვისა მისისა და წარდევნისა ჩუენ ვართ უფალ, რამეთუ უკუეთუ ზეცისასა ვზრახვიდეთ, იგი ჩუენ შორის არს; ხოლო რაჟამს საწუთროჲსასა შევექცეთ, მაშინ წარვსდევნით მას ჩუენგან; ვინაჲცა თჳთ უფალი იტყჳს, ვითარმედ: "სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ამას ვერ ძალ-უც მიღებად, რამეთუ არა ხედავს მას, არცა იცის იგი" (). აჰა, უცილობელი წამებაჲ, ვითარმედ სოფლიოთა ზრუნვათაგან შეპყრობილი სული არა ხოლო ვერ იპყრობს, არამედ ვერცაღა მიიღებს, ვერცა თუ მიხედავს და იცნობს მას.

ამისთჳს ვისწრაფოთ, საყუარელნო, რაჲთა სავანე კეთილი მივსცეთ მას თავთა შორის ჩუენთა ყოვლითა კრძალულებითა, და არარას მისდა საძულელსა მოქმედებითა, უფროჲსღა — მოსწრაფედ მოქმედებითა ქრისტეს მცნებათაჲთა, რაჲთა ლოცვისაებრ სამოციქულოჲსა - მადლი სულისა წმიდისაჲ განუშორებელ იყოს ჩუენდა, მადლითა და კაცთმოყუარებითა მის თავადისა ქრისტეს ღმრთისა, მჴსნელისა და მაცხოვრისა ჩუენისაჲთა. რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა ყოვლად წმიდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა