მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 14:10

9. ჰრქუა მას იესუ: ესოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი, და შენ ვითარ მეტყჳ მე: მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი?10. არა გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, თავით ჩემით არა გეტყჳ, არამედ მამაჲ ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა.11. გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? უკუეთუ არა, საქმეთა ამათგან გრწმენინ ჩემი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 14
10. არა გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, თავით ჩემით არა გეტყჳ, არამედ მამაჲ ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ არღარა ძალ-გიც ტჳრთვად აწ. ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის ჭეშმარიტებასა ყოველსავე“ (16,12-13).:

...ლოებად შთავარდენ, ამისთჳს ჰრქუა: „ჩემგან მიიღოსო“ (16,14), ესე იგი არს, ვითარმედ: რასა მე ვიტყჳ, მანცა იგივე თქუას. ხოლო თუ: „თავით თჳსით არას იტყოდის“, ესე იგი არს, ვითარმედ: არარას წინააღმდგომსა ჩემსა იტყოდის და უცხოსა ჩემთა სიტყუათაგან. ვითარცა-იგი თავისა თჳსისათჳს იტყოდა, ვითარმედ: „თავით თჳსით არა ვიტყჳ“, ესე იგი არს, ვითარმედ: არარას ვიტყჳ უცხოსა მამისაგან, ეგრეთვე სულისათჳს იტყჳს. ხოლო თუ: „ჩემგან მიიღოს“, ესე იგი არს, ჩემისა გულისხმის-ყოფისაგან, რამეთუ ერთ არს გულისხმის-ყოფაჲ ჩემი და სულისა წმიდისაჲ. „და მომავალი გითხრას თქუენ“. - რამეთუ ამას სურვიელ იყვნეს იგინი, ვინაჲთგან ზედაჲსზედა ჰკითხვიდეს მომავალთა საქმეთა; ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მან ყოველი მომავალი გითხრას.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მან მე მადიდოს“ (16,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ყოველნი სასწაულნი სახელითა ჩემითა აღასრულნეს. რამეთუ ვინაჲთგან უმეტესთა სასწაულთა ეგულებოდა ქმნაჲ შემდგომად სულისა წმიდისა მოსლვისა, ამისთჳს კუალად სწორებასა გამოაჩინებს და იტყჳს, ვითარმედ: „მან მე მადიდოს“. ხოლო რომელ იტყჳს, თუ: „გიძღოდის ყოველსა ჭეშმარიტებასა“, რომელსა ჭეშმარიტებასა იტყჳს? გარნა ამას, რამეთუ: ვინაჲთგან უფალსა ჴორცთა მათთჳს, რომელ ემოსა, და უძლურებისათჳსცა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:

....

ხოლო კუალად, რაჲთა რაჟამს სიტყუაჲ ესე ესმეს ვისმე, არა ჰაერად განბნევადი ანუ გულსა შინა მოგონებული შეჰრაცხოს, ამისთჳს შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“, გარნა არა უშობელ, არამედ შობილი წინა საუკუნეთა, უჟამოდ და დაუსაბამოდ, ვითარცა იტყოდა უფალი, ვითარმედ: „მე მამისა თანა, და მამაჲ ჩემ თანა“; და კუალად იტყოდა, ვითარმედ: „ესოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“; და: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელ-თაჲ ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს“; და: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“; და: „მე და მამაჲ ერთ ვართ“. და ყოველსა ადგილსა განუყოფელობასა თჳსსა აჩუენებს მამისაგან.

ხოლო ჴელმწიფებასა თჳსსა აჩუენებს სიტყუათა მათ მიერ, რაჟამს ეტყოდა კეთროვანსა: „მნებავს, განწმიდენ!“ ; და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ მაგისგან!“ და...

სრულად ნახვა