მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 14:1

1. ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, გრწმენინ ღმრთისაჲ და გრწმენინ ჩემდა მომართ.2. სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკუეთუ არა, გარქუმცა თქუენ, ვითარმედ: მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 14
1. ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, გრწმენინ ღმრთისაჲ და გრწმენინ ჩემდა მომართ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი კ̂ჱ. ნათლის-ცემისათჳს და სულისა წმიდისა მოსლვისა ეფესოს შინა მოწაფეთაჲსა პავლეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ძალთა არა მცირეთა იქმოდა ღმერთი ჴელითა პავლესითა, ვიდრეღა უძლურთაცა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან ვარშამაგებითა და ოლარებითა, და განეყენებოდა მათ სენი იგი, და სულები არაწმიდაჲ განვიდოდა (19,11-12).:

...ელითა პავლესითა, ვიდრეღა უძლურთაცა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან ვარშამაგებითა და ოლარებითა, და განეყენებოდა მათ სენი იგი, და სულები არაწმიდაჲ განვიდოდა (19,11-12).

თარგმანი: აქა სრულ იქმნებოდა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარმედ: "რომელსა მე ვჰრწმენე, საქმეთა, რომელთა მე ვიქმ, მანცა ქმნეს, და უმეტესი ამათსა ქმნეს" (). აპა უმეტესი იხილვა მოციქულთა მიერ, რომელი არა გუასმიეს ქრისტესთჳს სახარებასა შინა, რამეთუ აჩრდილი პეტრესი სნეულთა მკურნალ და ეგრეთვე ოფლიცა პავლესი უძლურებათა და ეშმაკთა მდევნელ იყო, რამეთუ არა ხოლო ჴელის შეხებითა თჳთ, არამედ სხუათა მიერ ზედა-დადებითა მისდა შეხებულთაჲთა იქთებოდეს ძალნი. ხოლო ვარშამანგ ეწოდების სუდარსა, რომელ არს თავის სახუეველი. ხოლო "ოლრისა" წილ "მოსაკიდელი" უსაკუთრეს არს, რამეთუ, რომელთა სამეუფოჲ პატივი არა აქუნდის, ვერ შეიმოსდეს ოლარსა, რომელი-იგი მათ ხოლო ჰმოსიედ, რომელნი საიპატოსოჲთა სამოსლითა შემოსილ იყვნიან, ხოლო მოსაკიდელი იგი არს ჴელთ საჴოცელ და მოსაწმედელ ოფლსა პირისასა და ყოველსა ნოტიობასა, რომელი-იგი გუერდსა ჰკიდავნ ანუ თუ ჴელთა აქუნ კაცთა. აწ უკუე ვარშამანგითა თავისაგან, ხოლო მოსაკიდლითა ჴელთა და პირისაგან დამწუთარსა ოფლსა მიიღებდეს მორწმუნენი და ზედა-დადებითა მათითა განიოტებდეს სენთა და ეშმაკთა....

სრულად ნახვა
თავი ა̂. აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა შინა ჩუენებისათჳს მოწაფეთაჲსა და დიდებით ამაღლებისათჳს უფლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ აღწერილი ლუკაჲს მიერ მახარებელისა:

...ამას, არამედ ვითარ-იგი სახარებაჲ ქრისტეს განგებულებათა, ეგრეთვე ესე —სულისა წმიდისა მადლთა მომთხრობელ არს, რაოდენსა ჰყოფდეს მოციქულნი შემდგომად მათ ზედა გარდამოსლვისა მისისა. ამას თანა და წინაჲსწარმეტყუელებათა ქრისტესთა საქმით აღსრულებასა გჳჩუენებს, რომელ-იგი ჰრქუა მოციქულთა, ვითარმედ: "უფროჲსიცა ამისსა ჰქმნეთ" (), რამეთუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა — ოფლითა და სუდარებითა, ვარშამანგებითა და აჩრდილებითა განიოტებდეს სენთა, რომელი-ესე არასადა წერილ არს ქრისტეს მიერ ქმნილად სახარებასა შინა. და კუალად, რომელი-იგი თქუა, ვითარმედ: "იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა" () და ვითარმედ: "წინაშე მეფეთა და მთავართა წარსდგეთ ჩემთჳს" (), ესე და სხუანი მრავალნი საუფლოთა სიტყუათა მიერ წინა-მოსწავებულნი, ამიერ საქმით აღსრულებულად მოგუეთხრობვიან. და კუალად, ქადაგებაჲ სჯულთა და წესთა მართლმადიდებლობისათა იპოების აქა, რომელი არასადა სხუათა წიგნთა შინა იპოო თჳნიერ ამისსა. აქა იხილვების სულისა მიერ წმიდისა სწავლული მოციქულთადა — მცირედსა რასმე სიტყუად ღმრთეებისათჳს, ხოლო უმრავლესსა თქუმად კაცებისათჳს და ვნებისა, აღდგომისა და ამაღლე...

სრულად ნახვა
თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა, ამენ (16,24).:

...ნების, ხოლო დაცვისა მისისა და წარდევნისა ჩუენ ვართ უფალ, რამეთუ უკუეთუ ზეცისასა ვზრახვიდეთ, იგი ჩუენ შორის არს; ხოლო რაჟამს საწუთროჲსასა შევექცეთ, მაშინ წარვსდევნით მას ჩუენგან; ვინაჲცა თჳთ უფალი იტყჳს, ვითარმედ: "სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ამას ვერ ძალ-უც მიღებად, რამეთუ არა ხედავს მას, არცა იცის იგი" (). აჰა, უცილობელი წამებაჲ, ვითარმედ სოფლიოთა ზრუნვათაგან შეპყრობილი სული არა ხოლო ვერ იპყრობს, არამედ ვერცაღა მიიღებს, ვერცა თუ მიხედავს და იცნობს მას.

ამისთჳს ვისწრაფოთ, საყუარელნო, რაჲთა სავანე კეთილი მივსცეთ მას თავთა შორის ჩუენთა ყოვლითა კრძალულებითა, და არარას მისდა საძულელსა მოქმედებითა, უფროჲსღა — მოსწრაფედ მოქმედებითა ქრისტეს მცნებათაჲთა, რაჲთა ლოცვისაებრ სამოციქულოჲსა - მადლი სულისა წმიდისაჲ განუშორებელ იყოს ჩუენდა, მადლითა და კაცთმოყუარებითა მის თავადისა ქრისტეს ღმრთისა, მჴსნელისა და მაცხოვრისა ჩუენისაჲთა. რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა ყოვლად წმიდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თავი ი̂. მცნებაჲ სახისმეტყუელებითა აღჭურვისაჲთა ძალთა მიმართ და ჴელმწიფებათა ბნელისათა ძალითა ქრისტესითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მადლი ყოველთა თანა მოყუარეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა უხრწნელებით, ამენ (6,24).:

...ლი უხრწნელად და წარუვალად დაშთომად არს. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ყოველი ცოდვაჲ და სიბოროტე ხრწნილება არს სულისა, და ყოველი სათნოებაჲ და სიმართლე —უხრწნელება მისსა, ვინაჲცა თჳთ თავადი უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ამასვე დასდებს სასწაულად სიყუარულისა თჳსისა, ვითარმედ: "რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს" (). ხოლო მცნებანი მისნი ყოვლითურთ აღმომფხურელ არიან ცოდვათა და გზა ყოველთა სათნოებათა. ხოლო სათნოებაჲ შემაერთებელი არს ღმრთისაჲ და მომატყუებელი კეთილთა საუკუნეთაჲ, რომელთა მიმთხუევაჲ მეყავნ ჩუენ ყოველთა, მითვე "ამინითა", ნაცვალად "იყავნ"-ისა დადებულითა, ლოცვითა მოციქულისაჲთა და წყალობითა უფლისაჲთა, მისა დიდებაჲ აწ და ყოველთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა