1.ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად;2.ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთა იკურთხოს;3.დიდებაჲ და სიმდიდრე სახლსა მისსა, და სიმართლე მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.4.გამოუბრწყინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა, მოწყალე, და შემწყნარებელ და მართალ.5.ტკბილსა კაცსა ეწყალინ და ავასხის და განაგნეს სიტყუანი მისნი სასჯელსა შინა;6.რამეთუ უკუნისამდე არა შეირყიოს,7.საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი. ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის;8.განმზადებულ არს გული მისი სასოებასა უფლისასა. განმტკიცებულ არს გული მისი და არა შეეშინოს, ვიდრემდის იხილოს მტერთა მისთა.9.განაბნია და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაჲ მისი ამაღლდეს დიდებითა.10.ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თჳსთა იღრჭენდეს და დადნეს, და გულისთქმა ცოდვილისა წარწყმდეს. დიდება
ძალიან მგონია, რომ ამ ფსალმუნის დასაწყისი წინა ფსალმუნის დასასრულს მისდევს და, თითქოს ერთი უწყვეტი და შეკრული სხეული იყოს, იქ ამბობს: „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაჲ“ (), აქ კი: „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა“ (),...
...ენ გვმართებს ღარიბთა სასარგებლოდ გავფანტოთ ის, რაც უბრალოდ გვიდევს; აქ არასოდეს ვიქნებით მოტყუებულნი (კეთილ) აღსასრულში და არ უნდა გვეშინოდეს მიწის დამუშავებისას მოსალოდნელი წარუმატებლობის. „განაბნია, — ნათქვამია, — და მისცა გლახაკთა"; მოისმინე, რა მოჰყვება: „და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე" (). აჰა, საკვირველი გაფანტვა! მცირე ხანში გასცა — და სიმართლე მისი დაუსრულებელ საუკუნეებამდე ჰგიეს. შეიძლება კი რამე იყოს ამაზე უნეტარესი? ამრიგად, გევედრებით, მოწყალებით მოვიპოვოთ სიმართლე, რათა ჩვენზეც ღირსეულად ითქვას: მათ განაბნიეს, გლახაკებს მისცეს — და სიმართლე მათი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე. რადგან ნათქვამია: „განაბნია, მისცა", — რომ არ იფიქრო, თითქოს გაფანტული იკარგება, მაშინვე დამატებულია: „და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე", — ანუ დროებითი საუნჯის გაფანტვის შემდეგ რჩება სიმართლე ხელშეუხებელი, რომელიც მთელ მარადისობაზე ვრცელდება და არასოდეს მთავრდება. მოწყალებასთან ერთად კი სხვა სათნოებებზეც მოშურნე მზრუნველობას გამოვიჩინოთ — ხორციელი ვნებები დავამშვიდოთ, სულიდან ყოველგვარი უწმინდური სურვილი, ყოველ ბოროტ ზრახვა, რისხვა, მრისხანება, შური განვდევნოთ და სულის სილამაზე ყოველგვარი კეთილშობილებით შევამკოთ, რათა...
...ნჯის მომტანი იქნება შენთვის, ასეთი ხსოვნა შეგიმსუბუქებს მძიმე ცოდვებისგან და დიდ კადნიერებას მოგცემს უფლის წინაშე. იფიქრე მხოლოდ იმ სიტყვებზე, რომელსაც ყველა იტყვის და მოწყალეს, კაცთმოყვარეს, კეთილს, მშვიდს და ძალიან გულუხვს გიწოდებს. „განაბნია და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე" (). ასეა სიმდიდრეც: როცა მას ფანტავ, ის უფრო საიმედოდ ინახება; ხოლო, როცა იკავებ და ჩაკეტავ, თავის მფლობელსაც კი ღუპავს. „განაბნია, — ნათქვამია, — და მისცა გლახაკთა", — ისმინე, რაც შემდეგ მოსდევს: „და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე". მან ერთ დღეში „განაბნია" სიმდიდრე, ხოლო „სიმართლე მისი ჰგიეს" ყველა საუკუნის განმავლობაში და უკვდავს ხდის მის შესახებ ხსოვნას.
3. ჭეშმარიტი ხსოვნა და ღვთის სულგრძელობა (11:5-6)
ხედავ, რა ხსოვნა გრძელდება ყველა საუკუნის მანძილზე? ხედავ, რა ხსოვნას მოაქვთ დიდი და გამოუთქმელი სიკეთეები? ასეთი ნაგებობებით ვეცადოთ, დავტოვოთ ხსოვნა ჩვენი თავის შესახებ. ქვებისგან აშენებული ნაგებობები არათუ ვერ მოგვიტანს სარგებელს, არამედ, სამარცხვინო სვეტის მსგავსად, ჩვენს წინააღმდეგ იღაღადებს ხმამაღლა. როცა ამქვეყნიდან მივდივართ, ამ ნაგებობებისთვის ჩადენილ ცოდვებს ჩვენთან წავიღებთ, თავად ნაგებო...