მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 111:1

1. ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად;2. ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთა იკურთხოს;
ფსალმუნნი თავი 111
1. ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად;
ფსალმუნი 111-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა“ ().

1. ღვთის შიში და მცნებათა სიყვარული

ძალიან მგონია, რომ ამ ფსალმუნის დასაწყისი წინა ფსალმუნის დასასრულს მისდევს და, თითქოს ერთი უწყვეტი და შეკრული სხეული იყოს, იქ ამბობს: „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაჲ“ (), აქ კი: „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა“ (), სხვა სიტყვებით, მაგრამ იმავე აზრებით გვასწავლის ღვთის შიშს. რადგან იქ თქვა, რომ იგი ბრძენია, აქ კი ნეტარია; ხოლო ნამდვილი ნეტარება სწორედ ეს არის, რადგან ყოველივე სხვა ამაოება, ჩრდილი და ცარიელი საქმეა: სიმდიდრეს იტყვი, ძალაუფლებას, სხეულის სილამაზეს თუ ქონების სიმრავლეს. რადგან ეს ყოველივე ჩამოცვენილ ფოთლებს, წარმავალ ჩრდილებსა და გაფრენილ სიზმრებს ჰგავს. ხოლო ჭეშმარიტად ნეტარი სწორედ ეს არის. შემდეგ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...იმუსრა, და ჯუარითა ესევითარი ვეშაპი პყრობილ იქმნა, და ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა. ხოლო უბადრუკი იგი ოდენ გოდებდა და კბილთა იღრჭენდა სულთა მათ ზედა, რომელნი განერნეს ჴელთაგან მისთა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თჳსთა იღრჭენდეს, დადნეს, და გულისთქუმაჲ ცოდვილთაჲ წარწყმდეს“.

იღრჭენდა კბილთა და ინანდა, რომელ ყოვლადვე იკადრა მაცხოვრისა ბრძოლად. რამეთუ პირველ ებრძოლა წმიდათა და არარაჲ ესევითარი შეემთხჳა. აბელი მოკლა, ესაია განხერხა, იერემია ტანჯა, იობი გამოცადა და სხუანი ყოველნი მამათმთავარნი, და არა იძლია.

ხოლო იკადრა რაჲ უფლისა მიმართ, სრულიად შეიმუსრა და დასა-თრგუნველ ყოველთა იქმნა. რამეთუ ესე საქმე მაცხოვრისაჲ არს, რომელ არა ხოლო თუ თავადი მძლე ექმნა სიკუდილსა, არამედ ჩუენცა მოგუცა ჴელმწიფებაჲ დათრგუნვად იგი; და ბრძანებს: „აჰა ესერა მიგეც თქუენ ჴელმწიფებაჲ დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ძალსა მტერისასა“; და კუალად იტყჳს: „ასპიტსა და იქედნესა ზედა ხჳდოდი; და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი“.

პირველ გუელმან აცთუნა ევა, და შურითა სიკუდილი შემოვიდა სოფლად. ხოლო აწ დაითრგუნა, და მო-თუ-ვიდეს ბრ...

სრულად ნახვა