მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 111:9

8. განმზადებულ არს გული მისი სასოებასა უფლისასა. განმტკიცებულ არს გული მისი და არა შეეშინოს, ვიდრემდის იხილოს მტერთა მისთა.9. განაბნია და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაჲ მისი ამაღლდეს დიდებითა.10. ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თჳსთა იღრჭენდეს და დადნეს, და გულისთქმა ცოდვილისა წარწყმდეს. დიდება
ფსალმუნნი თავი 111
9. განაბნია და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაჲ მისი ამაღლდეს დიდებითა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 55. „და ჰრქუა ლაბან იაკობს" (დაბ 29:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სულიერი თესვა და თავმდაბლობა ღვთის წინაშე:

...ენ გვმართებს ღარიბთა სასარგებლოდ გავფანტოთ ის, რაც უბრალოდ გვიდევს; აქ არასოდეს ვიქნებით მოტყუებულნი (კეთილ) აღსასრულში და არ უნდა გვეშინოდეს მიწის დამუშავებისას მოსალოდნელი წარუმატებლობის. „განაბნია, — ნათქვამია, — და მისცა გლახაკთა"; მოისმინე, რა მოჰყვება: „და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე" (). აჰა, საკვირველი გაფანტვა! მცირე ხანში გასცა — და სიმართლე მისი დაუსრულებელ საუკუნეებამდე ჰგიეს. შეიძლება კი რამე იყოს ამაზე უნეტარესი? ამრიგად, გევედრებით, მოწყალებით მოვიპოვოთ სიმართლე, რათა ჩვენზეც ღირსეულად ითქვას: მათ განაბნიეს, გლახაკებს მისცეს — და სიმართლე მათი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე. რადგან ნათქვამია: „განაბნია, მისცა", — რომ არ იფიქრო, თითქოს გაფანტული იკარგება, მაშინვე დამატებულია: „და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე", — ანუ დროებითი საუნჯის გაფანტვის შემდეგ რჩება სიმართლე ხელშეუხებელი, რომელიც მთელ მარადისობაზე ვრცელდება და არასოდეს მთავრდება. მოწყალებასთან ერთად კი სხვა სათნოებებზეც მოშურნე მზრუნველობას გამოვიჩინოთ — ხორციელი ვნებები დავამშვიდოთ, სულიდან ყოველგვარი უწმინდური სურვილი, ყოველ ბოროტ ზრახვა, რისხვა, მრისხანება, შური განვდევნოთ და სულის სილამაზე ყოველგვარი კეთილშობილებით შევამკოთ, რათა...

სრულად ნახვა
საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ბაბილონის გოდოლი და ამაო დიდება (11:3-4):

...ნჯის მომტანი იქნება შენთვის, ასეთი ხსოვნა შეგიმსუბუქებს მძიმე ცოდვებისგან და დიდ კადნიერებას მოგცემს უფლის წინაშე. იფიქრე მხოლოდ იმ სიტყვებზე, რომელსაც ყველა იტყვის და მოწყალეს, კაცთმოყვარეს, კეთილს, მშვიდს და ძალიან გულუხვს გიწოდებს. „განაბნია და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე" (). ასეა სიმდიდრეც: როცა მას ფანტავ, ის უფრო საიმედოდ ინახება; ხოლო, როცა იკავებ და ჩაკეტავ, თავის მფლობელსაც კი ღუპავს. „განაბნია, — ნათქვამია, — და მისცა გლახაკთა", — ისმინე, რაც შემდეგ მოსდევს: „და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე". მან ერთ დღეში „განაბნია" სიმდიდრე, ხოლო „სიმართლე მისი ჰგიეს" ყველა საუკუნის განმავლობაში და უკვდავს ხდის მის შესახებ ხსოვნას.

3. ჭეშმარიტი ხსოვნა და ღვთის სულგრძელობა (11:5-6)

ხედავ, რა ხსოვნა გრძელდება ყველა საუკუნის მანძილზე? ხედავ, რა ხსოვნას მოაქვთ დიდი და გამოუთქმელი სიკეთეები? ასეთი ნაგებობებით ვეცადოთ, დავტოვოთ ხსოვნა ჩვენი თავის შესახებ. ქვებისგან აშენებული ნაგებობები არათუ ვერ მოგვიტანს სარგებელს, არამედ, სამარცხვინო სვეტის მსგავსად, ჩვენს წინააღმდეგ იღაღადებს ხმამაღლა. როცა ამქვეყნიდან მივდივართ, ამ ნაგებობებისთვის ჩადენილ ცოდვებს ჩვენთან წავიღებთ, თავად ნაგებო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლ ჴსენებაჲ შრომათა და მოღუაწებათაჲ წმიდათა მოციქულთა და მოწამეთაჲ:

...ებისა მიმართ, რაჲ-თა კაცი არა აწინდელთა ამათ ჭირთა ხედვიდეს, არამედ სასყიდელსა მას შრომისასა გულისჴმა-ჰყოფდეს. ოდეს ქველისსაქმესა იქმოდი, ნუ წარგებასა მას საფასისასა ჰხედავ, არამედ ნაყოფი იგი მოწყალებისაჲ გულის-ჴმა-ყავ, რამეთუ იტყჳს წერილი: „განაბნია, მისცა გლახაკთა, სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე“.

უკუეთუ იმარხვიდე, ნუ შრომასა მას მარხვისასა ჰხედავ, არამედ განსუენებასა მას მოცემადსა იგონებდი; უკუეთუ იღჳძებდე და ილოცვიდე, ნუ სიმძიმესა მას მღჳძარებისასა მოიწყინებ, არამედ კადნიერებასა მას ეძიებდი, რომელი მოგეცემის ლოცვისა მიერ. არა ჰხედავა, რამეთუ მჴედარნიცა ეგრეთვე იქმან? არა წყლულებათა ჰხედვენ, არამედ ძლევასა, არა მკუდართა მათ დაცემულთა, არამედ - მძლეთა მათ გჳრგჳნოსანთა. ეგრეთვე შენ იქმოდე, საყუარელო, ნუ შრომასა ჰხედავ სათნოებისასა, არამედ სასყიდელი გულისჴმა-ყავ. იხილე, ვითარ კეთილ არს, ოდეს-იგი შუაღამეს, რაჟამს ყოველთა ეძინოს და არნ მყუდროებაჲ დიდი, აღსდგი და შესწირვიდი ლოცვათა შენთა მეუფესა კადნიერებით. უკუეთუ კულა ტკბილად გიჩნს ძილი და მიმოქცევაჲ ცხედარსა ზედა ლბილად გარდაგებულსა, გულისჴმა-ყვენ ცხედარნი იგი რკინისანი განჴურვებულნი, რომელთა ზედა დააწვენდეს მოწამეთა. და არამცა შეიკდიმეა, უკუეთუ ამას იგონებდე სარეცელსა ზე...

სრულად ნახვა