მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 111:2

1. ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად;2. ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთა იკურთხოს;3. დიდებაჲ და სიმდიდრე სახლსა მისსა, და სიმართლე მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.
ფსალმუნნი თავი 111
2. ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთა იკურთხოს;
ფსალმუნი 111-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა“ ().

1. ღვთის შიში და მცნებათა სიყვარული

ძალიან მგონია, რომ ამ ფსალმუნის დასაწყისი წინა ფსალმუნის დასასრულს მისდევს და, თითქოს ერთი უწყვეტი და შეკრული სხეული იყოს, იქ ამბობს: „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაჲ“ (), აქ კი: „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა“ (), სხვა სიტყვებით, მაგრამ იმავე აზრებით გვასწავლის ღვთის შიშს. რადგან იქ თქვა, რომ იგი ბრძენია, აქ კი ნეტარია; ხოლო ნამდვილი ნეტარება სწორედ ეს არის, რადგან ყოველივე სხვა ამაოება, ჩრდილი და ცარიელი საქმეა: სიმდიდრეს იტყვი, ძალაუფლებას, სხეულის სილამაზეს თუ ქონების სიმრავლეს. რადგან ეს ყოველივე ჩამოცვენილ ფოთლებს, წარმავალ ჩრდილებსა და გაფრენილ სიზმრებს ჰგავს. ხოლო ჭეშმარიტად ნეტარი სწორედ ეს არის. შემდეგ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდეს, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ“ (24,34-35).:

...წეს არს წმიდათა წერილთა შინა, რაჲთა ნათესავსა არა ხოლო თუ ჟამთასა სახელ-სდებდეს, არამედ სარწმუნოებისაგანცა და მოქალაქობისა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა“. და კუალად იტყჳს: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი“. რამე-თუ ვითარცა ზემო თქუა უფალმან, ვითარმედ: „ჯერ-არს ყოფად“, და კუალად თქუა, ვითარმედ: „იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა“, ეგრეთვე აქა მოასწავებს, ვითარმედ უეჭუელად ყოფად არს, რაჲ-ესე თქუა, და ეგოსვე ნათესავი მორწმუნეთაჲ და არცა ერ-თისაგან ძნელოვანთა მათ საქმეთაჲსა დაიჴსნას; არამედ იერუსალჱმიცა მოოჴრდეს, და უმრავლესნი ჰურიათანი უჩინო იქმნენ, მოწყუედილნი ფერად-ფერადითა სიკუდილითა, ხოლო ნათესავსა მას ქრისტეანეთასა ვერარაჲ მძლე ექმნას, ვერცა დაჴსნას ვერცა სიყმილმან, ვერცა სრვამან, ვერცა ძრვამან, ვერცა მოოჴრებამან ქალაქთამან, ვერცა ქრისტემტყუვართა და მაცთურთა და ცრუწინაჲსწარმეტყუელთა, ვერცა მიცემამან ჭირთა და ტანჯვათა, ვერცა მოწყუედამან და მოძულებამან ყოველთაგან წარმართთა, არცა სხუამან რამანვე განსაცდელმან. ამისთჳ...

სრულად ნახვა