მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 111:3

2. ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთა იკურთხოს;3. დიდებაჲ და სიმდიდრე სახლსა მისსა, და სიმართლე მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.4. გამოუბრწყინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა, მოწყალე, და შემწყნარებელ და მართალ.
ფსალმუნნი თავი 111
3. დიდებაჲ და სიმდიდრე სახლსა მისსა, და სიმართლე მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.
ფსალმუნი 111-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა“ ().

1. ღვთის შიში და მცნებათა სიყვარული

ძალიან მგონია, რომ ამ ფსალმუნის დასაწყისი წინა ფსალმუნის დასასრულს მისდევს და, თითქოს ერთი უწყვეტი და შეკრული სხეული იყოს, იქ ამბობს: „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაჲ“ (), აქ კი: „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა“ (), სხვა სიტყვებით, მაგრამ იმავე აზრებით გვასწავლის ღვთის შიშს. რადგან იქ თქვა, რომ იგი ბრძენია, აქ კი ნეტარია; ხოლო ნამდვილი ნეტარება სწორედ ეს არის, რადგან ყოველივე სხვა ამაოება, ჩრდილი და ცარიელი საქმეა: სიმდიდრეს იტყვი, ძალაუფლებას, სხეულის სილამაზეს თუ ქონების სიმრავლეს. რადგან ეს ყოველივე ჩამოცვენილ ფოთლებს, წარმავალ ჩრდილებსა და გაფრენილ სიზმრებს ჰგავს. ხოლო ჭეშმარიტად ნეტარი სწორედ ეს არის. შემდეგ,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის