...ებაჲ მათი, ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ ; ესე იგი არს, ვი-თარმედ: ნუ შეშფოთნებით, და მოაჴსენა სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ პირველ ჯუარს-ცუმისა, ვითარმედ: „მშჳდობასა ჩემსა დაგიტევებ“, და კუალად, ვითარმედ: „ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდინ“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი“ (20,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ სიტყუანი საქმით აღესრულებიან? რამეთუ რაჲ-იგი ჰრქუა პირველ ჯუარს-ცუმისა, ვითარმედ: „გიხილნე თქუენ, და მხიარულ იქმნენ გულნი თქუენნი, და სიხარული თქუენი ვერვინ მიგიღოს თქუენგან“, ესე აწ საქმით აღესრულა. რამეთუ ვინაჲთგან ბრძოლაჲ დაუგებელი აქუნდა ჰურიათა მიმართ, ამისთჳს ზედაჲსზედა ეტყჳს, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა“, რაჲთამცა ბრძოლისა მის საძლეველად და ნუგეშინისსაცემელად მისცა მშჳდობაჲ, რამეთუ ესე სიტყუაჲ ჰრქუა პირველვე ყოვლისა, აღდგა რაჲ. ამისთჳს პავლე მოციქული მარადის ამას იტყჳნ, ვითარმედ: „მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ“, ხ...