მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 14:5

4. და ვიდრე-იგი მე მივალ, უწყით და გზაჲცა იგი იცით.5. ჰრქუა მას თომა: უფალო, არა ვიცით, ვიდრე ხუალ, და ვითარ შემძლებელ ვართ გზისა მის ცნობად?6. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 14
5. ჰრქუა მას თომა: უფალო, არა ვიცით, ვიდრე ხუალ, და ვითარ შემძლებელ ვართ გზისა მის ცნობად?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე თქუენ პირველითგან არა გარქუ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს, თუ: ვიდრე ხუალ? არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“ (16,4-6).:

...თგან ქრისტეს მოწაფენი ჯერეთ სრულებისა საზომსა ვერ მიწევნულ იყვნეს და ესე ვნებაჲ მწუხარებისაჲ ებრძოლა, იხილე, ვითარ ნუგეშინის-სცემს უფალი. რამეთუ რომელნიიგი პირველ ფრიად ჰკითხვიდეს, ვითარ-იგი პეტრე ჰრქუა: „უფალო, ვიდრე ხუალ?“ და თომა ჰრქუა: „არა უწყით, ვიდრე ხუალ“, და ფილიპე ჰრქუა: „გჳჩუენე ჩუენ მამაჲ შენი“, მათ ესმა რაჲ, ვითარმედ: „კრებულისაგან განგასხნენ“, და: „რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“, ესრეთ შეძრწუნდეს თქუმულთა მათ ზედა, რამეთუ სიტყუასაცა ვერ ეტყოდეს. და ამისთჳს ჰრქუა უფალმან ყუედრებით, ვითარმედ: „ესე პირველითგან არა გარქუ თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს მე: ვიდრე ხუალ? არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“, რამე-თუ ვიცოდე პირველითგანო, და არა თუ არაცებნისათჳს არა გითხრობდი, არამედ „რამეთუ თქუენ თანა ვიყავ“. ხოლო ვითარ არა ჰრქუა პირველითგან? არა ეტყოდაა ათორმეტთა, ვითარმედ: „წინაშე მეფე-თა და მთავართაჲსა მ...

სრულად ნახვა