მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 14:9

8. ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა.9. ჰრქუა მას იესუ: ესოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი, და შენ ვითარ მეტყჳ მე: მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი?10. არა გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, თავით ჩემით არა გეტყჳ, არამედ მამაჲ ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 14
9. ჰრქუა მას იესუ: ესოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი, და შენ ვითარ მეტყჳ მე: მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ე̂. საღმრთოჲსა დიდებისათჳს და წმიდისა მოქალაქობისა, და ვითარმედ "წმიდათა მიერ იცნობები"
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ (4,4).:

...ებრ. 10:1). არა თჳთ იგი ხატი საქმეთაჲ. ამას თანა ამასცა ცხად-ჰყოფს ურწმუნოთა მიმართ, ვითარ რომელსა-ესე თქუენ შეურაცხ-ჰყოფთ ვითარცა ჯუარცუმულსა, ესე თჳთ იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, რომლისა შორის იხილვების მამაჲ; ვითარ თჳთ თავადი იტყჳს, ვითარმედ: "რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ" ().

მოციქულისაჲ: რამეთუ არა თუ თავთა თჳსთა ვქადაგებთ, არამედ ქრისტესა იესუს, უფალსა (4,5).

თარგმანი: ესე არს ზემო თქუმული ზაკუვაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ, რაჲთა თავსა თჳსსა დიდებასა მოუყიდდეს სახარებითა ქრისტესითა. ამისთჳს აწ იტყჳს, რაჲთა არცა ვინ თავსა თჳსსა იკადრებდეს ქადაგებად, რაჲთამცა მათგან სახელ-იდებოდეს მოწაფენი ქრისტესნი, ვითარ-იგი პირველსა ებისტოლესა შინა ამხილებს მათ, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: "მე პავლესი ვარ, მე — აპოლლოჲსი, მე — კეფაჲსი" (), რომლითა განაქიქებს ცრუმოძღუართა მათ და ცრუმოციქულთა, რომელნი-იგი თჳსითა სახელითა სახელ-სდებდეს მოწაფეთა მათ. და კუალად, ამასვე სიტყუასა საშიშ ჰყოფს, ვითარ-იგი მოძღუართათჳს, რაჲთა არავის უწოდდენ თჳსად, არამედ ქრისტე იესუჲსდად, რომელსა იგინი ქადაგებენ; ეგრეთვე მოწაფეთათჳს, რაჲთა არავის შეურაცხ-ჰყოფდენ ჭეშმარიტთა მოძღუართაგანსა, რ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ“ (14,6).:

...აჲ და ვერ ცნობაჲ, თუ ვინ არს, ხოლო მეცნიერთაჲ შეუძლებელ არს ცნობაჲ და არა ცნობაჲ. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „იხილეთ იგი“, ვითარცა ეჩუენა ანგელოზთა, და არა თუ ბუნებაჲ იგი და არსებაჲ ეჩუენა, გარნა თქუმულ არს, ვი-თარმედ ეჩუენა ძალისაებრ მათისა, და ესრეთ აჩუენებს, ვითარმედ რომელსა იგი უხილავს, მას მამაჲ უხილავს, ხოლო იხილეს იგი, არა თუ არსებითა და ბუნებითა მისითა ვითარ არს, არამედ შემოსილი ჴორცითა კაცობრივითა. ხოლო იცის სხუასა ადგილსა ხილვაჲ გულისხმის-ყოფისაჲ წოდებად, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. ხოლო წმიდად არა სიძვისაგან ოდენ წმიდათა იტყჳს, არამედ რომელნი ყოველთავე ცოდვათაგან შორს იყვნენ, რამეთუ ყოველივე ცოდვაჲ შეაგინებს სულსა.

სწავლაჲ ოგ მოწყალებისათჳს და არამიხუეჭისა

ვისწრაფოთ უკუე ჩუენცა ყოვლითა ძალითა ჩუენითა, რაჲთა აღვჰ-ჴოცოთ ბილწებაჲ ცოდვათაჲ სულისაგან ჩუენისა, რამეთუ განსწმედს პირველად ნათლის-ღებაჲ, ხოლო უკუანაჲსკნელ - სხუანი საქმენი, რამეთუ ღმერთმან კაცთმოყუარებითა თჳსითა მოგუცნა ჩუენ შემდგომად ნათლის-ღებისა მიზეზნი მრავალნი განწმედისანი, რომელთაგანი პირველი არს მოწყალებაჲ, რამეთუ „მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმდებიან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:

...აჲ იგი“, გარნა არა უშობელ, არამედ შობილი წინა საუკუნეთა, უჟამოდ და დაუსაბამოდ, ვითარცა იტყოდა უფალი, ვითარმედ: „მე მამისა თანა, და მამაჲ ჩემ თანა“; და კუალად იტყოდა, ვითარმედ: „ესოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“; და: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელ-თაჲ ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს“; და: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“; და: „მე და მამაჲ ერთ ვართ“. და ყოველსა ადგილსა განუყოფელობასა თჳსსა აჩუენებს მამისაგან.

ხოლო ჴელმწიფებასა თჳსსა აჩუენებს სიტყუათა მათ მიერ, რაჟამს ეტყოდა კეთროვანსა: „მნებავს, განწმიდენ!“ ; და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ მაგისგან!“ და კუალად: „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: ნუ კაც-ჰკლავ; ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს გეჰენიასა“....

სრულად ნახვა