...ლი უხრწნელად და წარუვალად დაშთომად არს. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ყოველი ცოდვაჲ და სიბოროტე ხრწნილება არს სულისა, და ყოველი სათნოებაჲ და სიმართლე —უხრწნელება მისსა, ვინაჲცა თჳთ თავადი უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ამასვე დასდებს სასწაულად სიყუარულისა თჳსისა, ვითარმედ: "რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს" (). ხოლო მცნებანი მისნი ყოვლითურთ აღმომფხურელ არიან ცოდვათა და გზა ყოველთა სათნოებათა. ხოლო სათნოებაჲ შემაერთებელი არს ღმრთისაჲ და მომატყუებელი კეთილთა საუკუნეთაჲ, რომელთა მიმთხუევაჲ მეყავნ ჩუენ ყოველთა, მითვე "ამინითა", ნაცვალად "იყავნ"-ისა დადებულითა, ლოცვითა მოციქულისაჲთა და წყალობითა უფლისაჲთა, მისა დიდებაჲ აწ და ყოველთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ.
სახარებაჲ იოვანესი 14:15
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...თუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ“ (15,7). ჰხედავა, ვითარ საქმეთა კეთილთაჲ ჯერ-არს მოგებაჲ უფროჲს ყოვლისა? რამეთუ ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „რაჲცა ითხოვოთ, გიყო თქუენ“, მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: „უკუეთუ გიყუარდე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“. და აქაცა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაჲ გინდეს, ითხოვეთ, და გეყოს თქუენ“ (15,7). ხოლო ესე თქუა, რაჲთა უჩუენოს, ვი-თარმედ რომელნი ბოროტსა ზრახვენ მისთჳს, დაიწუნენ, და მათ ნაყოფი გამოიღონ. და მათი შიში წინააღმდგომთა ზედა დადვა და უჩუენა, ვი-თარმედ იგინი უძლეველ იყვნენ, და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამით იდიდოს მამაჲ ჩემი, რაჲთა თქუენ ნაყოფი მრავალი გამოიღოთ“ (15,8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა სიტყუასა თჳსსა სარწმუნო-ჰყოფს, რამეთუ უკუეთუ ნაყოფიერებაჲ სადიდებელ არს მამისაჲ, არა სამე უდებყოს მან დიდებაჲ თჳსი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყვნეთ ჩემდა მოწაფე“ (15,8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ, რომელი ნაყოფსა გამოიღებდეს, მისი მოწაფჱ არს? ხოლო რაჲ არს ესე სიტყუაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ამას ზედა ადიდოს“? ესე იგი არს, ვითარმედ: უხარის, რაჟამს ჩემ თანა ეგნეთ და ნაყოფსა...