მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 14:12

11. გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? უკუეთუ არა, საქმეთა ამათგან გრწმენინ ჩემი.12. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროჲსიღა ამისსა ქმნეს, რამეთუ მე მამისა მივალ.13. და რაჲცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რაჲთა იდიდოს მამაჲ ძისა თანა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 14
12. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროჲსიღა ამისსა ქმნეს, რამეთუ მე მამისა მივალ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი კ̂ჱ. ნათლის-ცემისათჳს და სულისა წმიდისა მოსლვისა ეფესოს შინა მოწაფეთაჲსა პავლეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ძალთა არა მცირეთა იქმოდა ღმერთი ჴელითა პავლესითა, ვიდრეღა უძლურთაცა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან ვარშამაგებითა და ოლარებითა, და განეყენებოდა მათ სენი იგი, და სულები არაწმიდაჲ განვიდოდა (19,11-12).:

...ელითა პავლესითა, ვიდრეღა უძლურთაცა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან ვარშამაგებითა და ოლარებითა, და განეყენებოდა მათ სენი იგი, და სულები არაწმიდაჲ განვიდოდა (19,11-12).

თარგმანი: აქა სრულ იქმნებოდა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარმედ: "რომელსა მე ვჰრწმენე, საქმეთა, რომელთა მე ვიქმ, მანცა ქმნეს, და უმეტესი ამათსა ქმნეს" (). აპა უმეტესი იხილვა მოციქულთა მიერ, რომელი არა გუასმიეს ქრისტესთჳს სახარებასა შინა, რამეთუ აჩრდილი პეტრესი სნეულთა მკურნალ და ეგრეთვე ოფლიცა პავლესი უძლურებათა და ეშმაკთა მდევნელ იყო, რამეთუ არა ხოლო ჴელის შეხებითა თჳთ, არამედ სხუათა მიერ ზედა-დადებითა მისდა შეხებულთაჲთა იქთებოდეს ძალნი. ხოლო ვარშამანგ ეწოდების სუდარსა, რომელ არს თავის სახუეველი. ხოლო "ოლრისა" წილ "მოსაკიდელი" უსაკუთრეს არს, რამეთუ, რომელთა სამეუფოჲ პატივი არა აქუნდის, ვერ შეიმოსდეს ოლარსა, რომელი-იგი მათ ხოლო ჰმოსიედ, რომელნი საიპატოსოჲთა სამოსლითა შემოსილ იყვნიან, ხოლო მოსაკიდელი იგი არს ჴელთ საჴოცელ და მოსაწმედელ ოფლსა პირისასა და ყოველსა ნოტიობასა, რომელი-იგი გუერდსა ჰკიდავნ ანუ თუ ჴელთა აქუნ კაცთა. აწ უკუე ვარშამანგითა თავისაგან, ხოლო მოსაკიდლითა ჴელთა და პირისაგან დამწუთარსა ოფლსა მიიღებდეს მორწმუნენი და ზედა-დადებითა მათითა განიოტებდეს სენთა და ეშმაკთა....

სრულად ნახვა
თავი ა̂. აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა შინა ჩუენებისათჳს მოწაფეთაჲსა და დიდებით ამაღლებისათჳს უფლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ აღწერილი ლუკაჲს მიერ მახარებელისა:

...ამას, არამედ ვითარ-იგი სახარებაჲ ქრისტეს განგებულებათა, ეგრეთვე ესე —სულისა წმიდისა მადლთა მომთხრობელ არს, რაოდენსა ჰყოფდეს მოციქულნი შემდგომად მათ ზედა გარდამოსლვისა მისისა. ამას თანა და წინაჲსწარმეტყუელებათა ქრისტესთა საქმით აღსრულებასა გჳჩუენებს, რომელ-იგი ჰრქუა მოციქულთა, ვითარმედ: "უფროჲსიცა ამისსა ჰქმნეთ" (), რამეთუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა — ოფლითა და სუდარებითა, ვარშამანგებითა და აჩრდილებითა განიოტებდეს სენთა, რომელი-ესე არასადა წერილ არს ქრისტეს მიერ ქმნილად სახარებასა შინა. და კუალად, რომელი-იგი თქუა, ვითარმედ: "იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა" () და ვითარმედ: "წინაშე მეფეთა და მთავართა წარსდგეთ ჩემთჳს" (), ესე და სხუანი მრავალნი საუფლოთა სიტყუათა მიერ წინა-მოსწავებულნი, ამიერ საქმით აღსრულებულად მოგუეთხრობვიან. და კუალად, ქადაგებაჲ სჯულთა და წესთა მართლმადიდებლობისათა იპოების აქა, რომელი არასადა სხუათა წიგნთა შინა იპოო თჳნიერ ამისსა. აქა იხილვების სულისა მიერ წმიდისა სწავლული მოციქულთადა — მცირედსა რასმე სიტყუად ღმრთეებისათჳს, ხოლო უმრავლესსა თქუმად კაცებისათჳს და ვნებისა, აღდგომისა და ამაღლე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ გიყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით. და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგცეს თქუენ, რაჲთა დაადგრეს თქუენ თანა უკუნისამდე, სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არცა ჰხედავს მას და არცა იცის იგი“ (14,15-17).:

...რამე-თუ ვინაჲთგან ჰრქუა, ვითარმედ: „რაჲ ითხოვოთ სახელითა ჩემითა, გიყო“, რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ესრეთ უმიზეზოდ იქმს, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: უკუეთუ გიყუარდე, მაშინ გეყოს ყოველი თხოვაჲ თქუენი. და ვინაჲთგან ესმოდა რაჲ, ვითარმედ: „წარვალ მამისა“, ; (16,10,16) იგინი მწუხარე იქმნებოდეს, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: „არა ესე არს სიყუარული ჩემი, რომელ აწ მწუხარე ხართ, არამედ უკუეთუ დაიმარხნეთ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ მცნებაჲ მიგეც, რაჲთა იყუარებოდით ურთიერ-თას და რაჲთა ჰყოფდეთ ურთიერთას, ვითარცა-ესე მე ვქმენ. უკუეთუ ესე მცნებანი დაიმარხნეთ, მაშინ ჭეშმარიტად გიყუარ მე“. ; (14,15); (15,9-12,17)

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვჰკითხო მამასა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ“ (14,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა სხუაჲ სიტყუაჲ სიმდაბლისაჲ. და ვინაჲთგან არღა იცოდეს მაღალი გულისხმის-ყოფაჲ მისთჳს და ეძიებდესცა მის თანა ყოფასა მარადის და სიტყუათა მათ და ჴორციელად ყოფასა მისსა და არცა ერთსა ნუგეშინის-ცემასა მიიღებდეს, ამისთჳს ჰრქუა: „ვჰკითხო მამასა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგცეს თქუენ“. ესე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲგ სარწმუნოებისათჳს:

...თისათა ქმნად სახელითავე მისითა. რამეთუ იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ გრწმენეს, ჰრქუათ მთასა ამას: იცვალე, და იცვალოს“, ; (21,21); და ვითარმედ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, უმეტესი ჩემსა ქმნეს“. ხოლო რაჲ არს უმეტესი? რამეთუ იქმოდეს აჩრდილნი მოციქულთანი სასწაულთა, რომელთა მიერ იდიდებოდა ქრისტე, რამეთუ არა ესრეთ დიდ არს ქრისტეს ამას სოფელსა შინა ყოფასა ქმნაჲ სასწაულთაჲ, ვითარ შემდგომად სიკუდილისა თჳსისა სახელითა მისითა სხუათა მიერ უმეტესთა საკჳრველებათა ქმნაჲ, რამეთუ ესე უეჭუელნი სასწაულნი იყვნეს აღდგომისა მისისაჲ.

დიდი კეთილი არს უკუე სარწმუნოებაჲ, რაჟამს მჴურვალისა გონებისა მიერ იყოს და სულისა კეთილისა; ესე გამოგუაჩინებს ჩუენ დიდად, ესე დაჰფარავს უნდოებასა კაცთასა და ზეცად მოაწევს გონებასა, და რომლისა პოვნაჲ კაცობრივსა სიბრძნესა ვერ ძალ-უც, ჰპოვებს იგი. ამისთჳს უკუე შეუდგეთ მას კეთილად.

რამეთუ რაჲსათჳს ვერ შეუძლეს წარმართთა ცნობად რაჲსამე? ანუ არა ყოველივე კაცობრივი სიბრძნჱ პოვესა? და რაჲსათჳს უკუე ვერ შეუძლეს მეთევზურთა და მეზუერეთა ძლევად? ამისთჳს, რამეთუ იგინი ყოველსავე კაცობრივითა სიბრძნითა ისწრაფდეს ქმნად, ხოლო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი გარქუ თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა; და რომელი ყურთა გესმა, ქადაგებდით ერდოთა ზედა“ (10,27).:

...ვითარმედ: „ქადაგებდით ერდო-თა ზედა და იტყოდეთ ნათელსა შინა“, არამედ ესეცა შესძინა: „რომელი გარქუ თქუენ ბნელსა შინა, და რომელი ყურთა გესმა“? ესე ამისთჳს, რაჲთა მხიარულ-ყვნეს გონებანი მათნი; ვითარცა სხუასა ჟამსა ეტყოდა მათ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს, და უფროჲსიღა ამისა ქმნეს“, ეგრეთვე აქა ამისთჳს ესრეთ თქუა სიტყუაჲ ესე, რაჲთა გამოუცხადოს, ვითარმედ უმეტესისა საქმისა მათ მიერ ეგულების ქმნად, ვიდრეღა თავისა თჳსისა მიერ. ვითარმცა ეტყოდა, ვი-თარმედ: მე აწ ვყავ დასაბამი და დაწყებაჲ ამის დიდებულისა საქმისაჲ, ხოლო სრულებასა მისსა და მოქცევასა ყოვლისა სოფლისასა და ჴსნასა კაცთასა კერპთმსახურებისაგან და სწავლად მათდა საღმრთოჲსა მოქალაქობისაჲ თქუენ მიერ მეგულების აღსრულებად; გულისჴმა-ყავთ უკუე, რამეთუ ვითარცა ქადაგებამან ამან ყოველივე მოვლოს სოფელი, ეგრეთვე ბოროტნი იგი ჰურიათა ძჳრისმეტყუელებანი ადრე წარწყმდენ და უჩინო იქმნენ.

ვინაჲთგან უკუე ესრეთ განამტკიცნა და აღამაღლნა გონებანი მათნი მისმიერითა მით ნუგეშინის-ცემითა, კუალად აუწყებს განსაცდელთა, რაჲ-თა უმეტესად ფრთოვან-ყვნეს სულნი მათნი. და ისმინეთ, ვითარ შუენიერად და სიბრძნით ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სული...

სრულად ნახვა