მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 14:26

25. ამას გეტყოდე თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.26. ხოლო ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდაჲ, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგაჴსენოს თქუენ ყოველი, რაოდენი გარქუ თქუენ.27. მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ; არა ვითარ სოფელმან მისცის, მიგცემ თქუენ. ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, ნუცა ეშინინ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 14
26. ხოლო ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდაჲ, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგაჴსენოს თქუენ ყოველი, რაოდენი გარქუ თქუენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ არღარა ძალ-გიც ტჳრთვად აწ. ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის ჭეშმარიტებასა ყოველსავე“ (16,12-13).:

...ხოლო ოდეს მოვიდეს, მაშინ ვიტჳრთოთ? ნუ იყოფინ! რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „თავით თჳსით არარას იტყოდის, არამედ რაოდენი ესმეს, მას იტყოდის და მომავალი გითხრას თქუენ. რამეთუ ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს“ (16,13,15). რამეთუ ვინაჲთგან ჰრქუა, ვითარმედ: „მან გასწავოს ყოველი და მოგაჴსენოს და ნუგეშინის-გცეს“, და ვითარმედ: „ჯერ-არს ჩემი წარსლვაჲ და მისი მოსლვაჲ“, და ვითარმედ: „აწ ვერ იტჳრთავთ, ხოლო მაშინ იტჳრთოთ, და გიძღოდის ჭეშმარიტებასა ყოველსა“, რაჲთა არა ამის ყოვლისაგან შეჰრაცხონ სული უმეტეს მისა და უშჯულოებად შთავარდენ, ამისთჳს ჰრქუა: „ჩემგან მიიღოსო“ (16,14), ესე იგი არს, ვითარმედ: რასა მე ვიტყჳ, მანცა იგივე თქუას. ხოლო თუ: „თავით თჳსით არას იტყოდის“, ესე იგი არს, ვითარმედ: არარას წინააღმდგომსა ჩემსა იტყოდის და უცხოსა ჩემთა სიტყუათაგან. ვითარცა-იგი თავისა თჳსისათჳს იტყოდა, ვითარმედ: „თავით თჳსით არა ვიტყჳ“, ესე იგი არს, ვითარმედ: არარას ვიტყჳ უცხოსა მამისაგან, ეგრეთვე სულისათჳს იტყჳს. ხოლო თუ: „ჩემგან მიიღოს“, ესე იგი არს, ჩემისა გულისხმის-ყოფისაგან, რამეთუ ერთ არს გულისხმის-ყოფაჲ ჩემი და სულისა წმიდისაჲ. „და მომავალი გითხრას თქ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ორმეოცდაექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე, და შენ სამსა დღესა შინა აღაშენოა ეგე?“ (2,20).:

...აღსრულებულსა სიტყუასა არავინ ურწმუნო იქმნების, ხოლო სიტყუასა ოდენ მრავალნი ურწმუნო იქმნებიან. ამისთჳსცა, ვინაჲთგან სიტყუაჲ მისი საქმით აღესრულა, მაშინ მისცა მათ გულისხმის-ყოფაჲ პირველთქუმულთაჲ მათ სულისა მიერ წმიდისა, ვითარცა იტყოდა, ვითარმედ: „მან გასწაოს და მოგაჴსენოს თქუენ ყოველი, რომელსაცა გეტყოდე თქუენ“. რამეთუ რომელთა-იგი ღამესა მას შეპყრობისა მისისასა დაუტევეს და ივლტოდეს, ვითარმცა მოიჴსენნეს ყოველთა მათ ჟამთა ქმნულნი და თქუმულნი, უკუეთუმცა არა სული წმიდაჲ მოაჴსენებდა მათ, რომელ-იგი მოსცა მათ ღმერთმან, და მათ შეიწყნარეს თჳსისა სათნოებისა სიკეთითა? რამეთუ პირველად მადლისა მიერ ღმრთისა იქმნა მათ ზედა მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ ესრეთ მდიდრად და დიდებულად, ხოლო დამჭირვაჲ მადლისაჲ მის მათისა სათნოებისა მიერ იქმნა, რამეთუ მოქალაქობაჲ აჩუენეს ბრწყინვალჱ და შრომანი დიდნი და შეურაცხ-ყვეს ცხორებაჲ ესე წარმავალი და კაცობრივსა არარას მიჰხედნეს, არამედ უზეშთაეს იქმნნეს მის ყოვლისა და ვითარცა ფრთოსანნი ზეცად აღფრინდეს; ამისთჳსცა მიუწდომელად აქუნდა მადლი სულისა წმიდისაჲ.

სწავლაჲ კგ მოწყალებისათჳს

მათ უკუე ვჰბაძვიდეთ ჩუენცა და ნუმცა დავჰშრეტთ ლამპართა ჩუენთა, არამედ დავიცვნეთ იგინი ბრწყინვალედ მოწყალებისა მიერ, რამეთუ ამის ცეცხლისა ნათელი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
ჴსენებაჲ წმიდისა მათე მახარებელისაჲ დაწყებაჲ სიტყჳსაჲ:

...რამეთუ არღარა ღირს იყვნეს პირისპირ ზრახვად მეუფისა, და ესე საქმჱ არა პირველთა მათ წმიდათა ზე ოდენ, არამედ ახლისაცა რჩულისათა სახილველ არს, რამეთუ მოციქულთა არა თუ წერილ რაჲმე მისცა ღმერთმან, არამედ წერილთა წილ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ აღუთქუა მოცემად, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მან მოგაჴსენოს თქუენ ყოველივე“. და რაჲთა სცნა უაღრესობაჲ ამის სახისაჲ, ისმინე, რასა იტყჳს წინაწარმეტყუელისა მიერ: „აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ ახალი, მივსცე რჩული ჩემი გონებასა შვილთა თქუენთასა და გულთა ზედა მათთა დავწერნე მცნებანი ჩემნი, და იყვნენ ყოველნი ღმრთივსწავლულ“. ; და მოციქული პავლე ამის მადლისა უზეშთაესობასა გამოაჩინებს და იტყჳს დაწერასა რჩულისა მის ახლისასა „არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაჲთა, არა ფიცართა ქვისათა, არამედ ფიცართა გულისა ჴორციელისათა“.

ვინაჲთგან კულა სიგრძესა შინა ჟამისასა მიდრკეს კაცნი, რომელნიმე გარდაქცევითა მართლისა სარწმუნოებისაჲთა და სხუანი საქმეთა მიერ ბოროტთა, ამისთჳს კუალად საჴმარ იქმნა წერილთამიერი სწავლაჲ. აწ უკუე გულისჴმა-ყავთ, რაოდენ ბოროტ არს, რომელთ...

სრულად ნახვა