თ ა რ გ მ ა ნ ი: „მთავრად სოფლისა“ იტყჳს ეშმაკსა და უკეთურთა კაცთა, რამეთუ არა არს იგი უფალი კაცთა, ანუ ცისა, ანუ ქუეყანისა, - ნუ იყოფინ! - არამედ რომელთა ნეფსით მისცენ მას თავი თჳსი; ამისთჳს „მთავრად ბნელისა“ ეწოდების, რამეთუ „ბნელსა“ იტყჳს ბოროტთა საქმეთა, „ხოლო ჩემ თანა ვერარაჲ პოვოსო“, არამედ ნეფსით ვივნებ.
სახარებაჲ იოვანესი 14:30
...ე, თვით დასაწყისიდან, ყოველ სათნოებას აჩვენებდა. ამას თვითონაც ამბობდა: „ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს?“ (). და კიდევ: „მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა პოოს არარაჲ“ ().
7.
და თვით ეს წინასწარმეტყველი, შემდგომში, ამბობს, რომ „რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“ (; ). სწორედ ამას ამბობს აქაც: ვიდრე ყრმა იცნობდეს ან აირჩევდეს ბოროტს, იმ ასაკის გამო, რომელიც ბოროტებას ჯერ არ იცნობს, იგი თვით დასაწყისიდანვე სათნოებას გამოაჩენს და ბოროტებასთან არაფერი ექნება საერთო. რადგან ნათქვამია: „რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა მის კეთილისა, გინა ბოროტისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი“ (). კვლავ იმავე სიტყვებით იმავე აზრზე მიანიშნებს და სიტყვას ამაზე აყოვნებს....
..., რასა ეტყჳს იოვანეს: „ესრეთ შეჰგავსო ჩუენდა აღსრულებად ყოველივე სიმართლე“; და ჰურიათა ეტყოდა: „ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს?“ და მოწაფეთა ჰრქუა: „მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა არარაჲ პოოს“; და წინაწარმეტყუელი პირველვე მისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოა ზაკუვაჲ პირსა მისსა“.
ერთად უკუე თავისა თჳსისა მიერ აღასრულა იგი, რომელ არარას გარდაჴდა, რომელიმცა არა ჰქმნა წესსა მისსა, და მეორედ ჩუენ მიერცა დაამტკიცა იგი, რამეთუ საკჳრველი ესე არს, რომელ არა თავადმან ხოლო აღასრულა, არამედ ჩუენცა მოგუანიჭა იგი, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „აღსასრული რჩულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „შეუძლებელი იგი რჩულისაჲ, რომელ უძლურ იყო, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა და დასაჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა მით, რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ მის აღესრულოს ჩუენ შორის, რომელნი არა ჴორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად“. და კუალად იტყჳს: „შჯუ...