მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 14:13

12. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროჲსიღა ამისსა ქმნეს, რამეთუ მე მამისა მივალ.13. და რაჲცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რაჲთა იდიდოს მამაჲ ძისა თანა.14. და უკუეთუ რაოდენი ითხოვოთ სახელითა ჩემითა, მე ვყო.
სახარებაჲ იოვანესი თავი 14
13. და რაჲცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რაჲთა იდიდოს მამაჲ ძისა თანა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დაადგერით თქუენ ჩემ თანა“ (15,4).:

...აეგზნასო“ (15,6). არამედ რომელი მის თანა ეგოს, არა ესრეთ იყოს. გჳჩუენებს უკუე, თუ რაჲ არს მის თანა დადგრომაჲ, და იტყჳს: „უკუეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ“ (15,7). ჰხედავა, ვითარ საქმეთა კეთილთაჲ ჯერ-არს მოგებაჲ უფროჲს ყოვლისა? რამეთუ ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „რაჲცა ითხოვოთ, გიყო თქუენ“, მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: „უკუეთუ გიყუარდე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“. და აქაცა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაჲ გინდეს, ითხოვეთ, და გეყოს თქუენ“ (15,7). ხოლო ესე თქუა, რაჲთა უჩუენოს, ვი-თარმედ რომელნი ბოროტსა ზრახვენ მისთჳს, დაიწუნენ, და მათ ნაყოფი გამოიღონ. და მათი შიში წინააღმდგომთა ზედა დადვა და უჩუენა, ვი-თარმედ იგინი უძლეველ იყვნენ, და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამით იდიდოს მამაჲ ჩემი, რაჲთა თქუენ ნაყოფი მრავალი გამოიღოთ“ (15,8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა სიტყუასა თჳსსა სარწმუნო-ჰყოფს, რამეთუ უკუეთუ ნაყოფიერებაჲ სადიდებელ არს მამისაჲ, არა სამე უდებყოს მან დიდებაჲ თჳსი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყვნეთ ჩემდა მოწაფე“ (15,8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ, რომელი ნაყოფსა გამოიღებდეს, მისი მოწაფჱ არს? ხოლო რაჲ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ გიყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით. და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგცეს თქუენ, რაჲთა დაადგრეს თქუენ თანა უკუნისამდე, სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არცა ჰხედავს მას და არცა იცის იგი“ (14,15-17).:

..., რამეთუ მრავალნი არიან აწ, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: გუეშინის უფლისა და გჳყუარს იგი, და საქმით წინააღმდგომსა იქმან. ხოლო ღმერთი საქმით სიყუარულსა ეძიებს; ამისთჳს მოწაფეთა ეტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ გიყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“. რამე-თუ ვინაჲთგან ჰრქუა, ვითარმედ: „რაჲ ითხოვოთ სახელითა ჩემითა, გიყო“, რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ესრეთ უმიზეზოდ იქმს, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: უკუეთუ გიყუარდე, მაშინ გეყოს ყოველი თხოვაჲ თქუენი. და ვინაჲთგან ესმოდა რაჲ, ვითარმედ: „წარვალ მამისა“, ; (16,10,16) იგინი მწუხარე იქმნებოდეს, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: „არა ესე არს სიყუარული ჩემი, რომელ აწ მწუხარე ხართ, არამედ უკუეთუ დაიმარხნეთ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ მცნებაჲ მიგეც, რაჲთა იყუარებოდით ურთიერ-თას და რაჲთა ჰყოფდეთ ურთიერთას, ვითარცა-ესე მე ვქმენ. უკუეთუ ესე მცნებანი დაიმარხნეთ, მაშინ ჭეშმარიტად გიყუარ მე“. ; (14,15); (15,9-12,17)

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვჰკითხო მამასა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ“ (14,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა სხუაჲ სიტყუაჲ სიმდაბლისაჲ. და ვინაჲთგან არ...

სრულად ნახვა