მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, ძმანო, რამეთუ ვითარცა მეცნიერთა შჯულისა გეტყჳ თქუენ, ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რავდენ ჟამ ცოცხალ არს იგი (7,1).
თარგმანი: ზემო თქუა, ვითარმედ: მოვკუედით ჩუენ ცოდვისაგან და ნუღარამცა უფლებს იგი ჩუენ ზედა, ვითარცა მკუდართა. ხოლო აწ ჰნებავს გამოჩინებად, ვითარმედ არცა ძუელი იგი შჯულიღა უფლებს ჩუენ ზედა; და კაცობრივსა სახესა შემოიღებს და იტყჳს, ვითარმედ: "შჯული უფლებს კაცსა ზედა, რავდენ ჟამ ცოცხალ არს იგი". ესე იგი არს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა...

