თარგმანი: პირველ მოსესსა იტყჳს ცხოველ ყოფასა, და არა სიმრავლითა ცოდვათაჳთა მომკუდარ-ყოფასა ვითარმედ: მაშინ ბუნებითი ოდენ შჯული მაქუნდა მამხილებელად, ხოლო შემდგომად მოსესსა წერილისაჲცა იგი ზედა-დაერთო ბუნებითსა მას, და ვითარცა მკუდარი აღადგინა, და უჩინოჲ საჩინო ყო დაფარულებაჲ ცოდვისაჲ, რომლითა მე მოვკუედ, რაჟამს არღარა უმეცრებით, არამედ მეცნიერებით ვცოდევდი და ცოდვისაგან დამაყენებელისა მის შჯულისასა არა ვისმენდი. ამისთჳსცა საცხორებელად მოცემული იგი ურჩებამან და უდებებამან ჩემმან სასიკუდინო ჩემდა ყო. რომლისათჳს არა მკურნალისაჲ, არამედ სენისა მის შემმატებელისაჲ არს] ბრალი და უფროჲსღა ცოდვისა მომპოვნებელისა და მაცთურებით მომაკუდინებელისა ეშმაკისაჲ, რომელმან სამოთხისა იგი მცნებისა გარდასლვაჲ შჯულისა მცნებათა გარდასლვასა თანა სასიკუდინო ჩუენდა ყო.
ჰრომაელთა მიმართ 7:11
10. და მე მოვკუედ; და მეპოვა მე მცნებაჲ იგი, რომელი იყო საცხორებელად, იგივე სიკუდილად.11. რამეთუ ცოდვამან მან მიზეზი მიიღო მცნებისა მისგან, მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა.12. ამიერითგან შჯული წმიდა არს, და მცნებაჲ იგი წმიდა და მართალ და კეთილ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 7