მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 7:1

1. ანუ არა უწყითა, ძმანო, - რამეთუ მეცნიერთა მათ შჯულისათა ვეტყჳ, - ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს იგი?2. რამეთუ ქმრის ცოლი დედაკაცი სიკუდილადმდე ქმრისა შეკრულ არს შჯულითა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი შჯულისა მისგან ქმრისა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 7
1. ანუ არა უწყითა, ძმანო, - რამეთუ მეცნიერთა მათ შჯულისათა ვეტყჳ, - ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს იგი?
თავი ჱ. ცხორებისა მისთჳს მადლითა შემკულისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, ძმანო, რამეთუ ვითარცა მეცნიერთა შჯულისა გეტყჳ თქუენ, ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რავდენ ჟამ ცოცხალ არს იგი (7,1).:

თარგმანი: ზემო თქუა, ვითარმედ: მოვკუედით ჩუენ ცოდვისაგან და ნუღარამცა უფლებს იგი ჩუენ ზედა, ვითარცა მკუდართა. ხოლო აწ ჰნებავს გამოჩინებად, ვითარმედ არცა ძუელი იგი შჯულიღა უფლებს ჩუენ ზედა; და კაცობრივსა სახესა შემოიღებს და იტყჳს, ვითარმედ: "შჯული უფლებს კაცსა ზედა, რავდენ ჟამ ცოცხალ არს იგი". ესე იგი არს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა ცოცხალ იყო შჯული მოსესი და ჯერ-იყო მონებაჲ მისი. ხოლო ვინაჲთგან ქრისტე მოვიდა, იგი მოკუდა, და არღარად საჴმარ არს მისი აღსრულებაჲ.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რჩული უფლებს კაცსა ზედა, რავდენ ცოცხალ არს იგი (7,1).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა ცოცხალ იყო რჩული მოსესი და ჯერ-იყო მონებაჲ მისი, ხოლო ვინაჲთგან ქრისტჱ მოვიდა, იგი მოკუდა და არღარად საჴმარ არს მისი აღსრულებაჲ.

თავი თ̂. შჯულსა ქუეშე მყოფთა დაშჯისათჳს ცოდვისა მიერ, რომლისაგან განგუათავისუფლნა ქრისტემან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, ძმანო, — რამეთუ მეცნიერთა მათ შჯულისათა ვეტყჳ, — ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს იგი? რამეთუ ქმრის ცოლი დედაკაცი სიკუდილადმდე ქმრისა შეკრულ არს შჯულითა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი შჯულისა მისგან ქმრისა. აწ უკუე ცხორებასა ქმრისასა მემრუშედ ეწოდოს, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი მისი, თავისუფალ არს იგი შჯულისა მისგან. რაჲთა არა იყოს იგი მემრუშე, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა (7,1-3).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო აჩუენა, ვითარმედ ცოდვაჲ არღარა უფლებს, აწ აჩუენებს, ვითარმედ არცაღა შჯული უფლებს; და სახედ შემოიღებს მას, რაჲ-იგი თჳთ მასვე შჯულსა განეწესა დედაკაცისათჳს ქმრის ცოლისა. და შჯულსა იტყჳს ნაცვალად ქმრისა, ხოლო მორჩილთა შჯულისათა - სახედ ცოლისა. და ამას თჳთ მეცნიერთავე ეტყჳს წიგნისა მის შჯულისათა, ვითარმედ: შჯული უფლებს კაცსა ზედა, ესე იგი არს მამაკაცსა და დედაკაცსა (რამეთუ კაცებისა სახელი ზოგადი არს ორთაჲვე). ამისსა შემდგომად სახითა მით ქმრისა სიკუდილისაჲთა იგავით ეტყჳს მოკუდომასა შჯულისასა, რაჲთა არა შეაწუხნეს იგინი განცხადებულად შეურაცხებითა შჯულისაჲთა; და ზედამიწევნით დაუმტკიცებს, ვითარმედ ესრეთ განთავისუფლებულ არიან მისგან, ვითარცა ცოლი — ქმრისაგან მომკუდრისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის