თარგმანი: არა ჴორცთა ამათგან ჴსნასა ითხოვს, არამედ ჴორციელთა საქმეთაგან, რომელნი-იგი შეამთხუევენ სულიერსა სიკუდილსა, და ბოროტთა მათგან გულისთქუმათა სიკუდილთა სულისათა, რამეთუ ესენიცა ჴორცთა შინა იშვებიან.
აწ უკუე თჳთვე იკითხავს, და თჳთვე მიუგებს თავსა თჳსსა სიტყუასა სამადლობელსა, ვითარმედ: აჰა, გიპოვნიეს მჴსნელი შენი შემთხუევათაგან სიკუდილისათა, რომელ არს ღმერთი მამაჲ, რომელმან ძისა მიერ თჳსისა იესუ ქრისტესსა მიჴსნნა მისგან, რაჟამს ჩუენ ყოველთათჳს სიკუდიდ მისცა იგი, რომლისათჳს ჰმადლობს მას.