მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 7:23

22. რამეთუ თანა-მნებავს მე შჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა.23. და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა.24. უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ-მე მიჴსნეს ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა?
ჰრომაელთა მიმართ თავი 7
23. და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა.
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: რჩული უფლებს კაცსა ზედა, რავდენ ცოცხალ არს იგი (7,1).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა ცოცხალ იყო რჩული მოსესი და ჯერ-იყო მონებაჲ მისი, ხოლო ვინაჲთგან ქრისტჱ მოვიდა, იგი მოკუდა და არღარად საჴმარ არს მისი აღსრულებაჲ.

პავლესი: ქმრის ცოლი დედაკაცი შეკრულ არს რჩულითა; უკუეთუ მოკუდეს ქმარი, განთავისუფლებულ არს იგი რჩულისა მისგან (7,2).

თარგმანი: ქმრად მოსეს რჩულსა იტყჳს და დედაკაცად — ერსა მას, მორჩილსა მისსა, და იტყჳს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა იგი ცხოველ იყო, და მრუშება იყო მისგან განშორებაჲ, ხოლო აწ იგი მოკუდა და უჯერო არს მკუდრისა მის ცოლყოფაჲ, არამედ რომელი აწ შემოვიდა ახალი სიძჱ — უკუდავი ქრისტჱ —მისი ჯერ-არს შეყოფაჲ.

პავლესი: ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა (7,3). თარგმანი: რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ბოროტთა საქმეთა შინა, ბოროტსა ცხორებასა.

პავლესი: ვნებანი იგი ცოდვათანი იქმნებოდეს რჩულისა მისგან ასოთა შინა ჩუენთა (7,5).

თარგმანი: რაჟამს ბოროტთა მათ საქმეთა ჩუენთა არა დაუტეობდით და რჩული გუამხილებდა, მაშინ ვიცოდეთ, ვითარმედ ბოროტად ვიქმთ და ვნებანი ჴორცთანი იშვებოდეს რაჲ...

სრულად ნახვა
თავი ი̂. ვნებათა მათთჳს, რომელნი არიან კაცობრივსა ბუნებასა შინა, რომელნი-იგი განგუწვალებენ შეთქუმულებისაგან შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ თანა-მნებავს მე შჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა, და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა (7,22-23).:

თარგმანი: "თანა-მნებავსი" რაჟამს თქუას, ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: თანა-ვეწამები შჯულსა ღმრთისასა და მთნავს იგი, ვითარმედ კეთილ არს. არამედ ცოდვისაჲ იგი შჯული, რომელსა "სხუად" უწოდს, რამეთუ ჩუეულებასა მრავალჟამეულსა შჯულად სახელ-სდვა, ესე ბოროტთა ჩუეულებისა შჯული წინა-განეწყვების კეთილსა მას ნებასა გონებისასა და წარსტყუენავს კაცსა შჯულითა, ესე იგი არს ჩუეულებითა პირველთა საქმეთაჲთა.

აჰა ესერა ოთხ არიან შჯულნი ესე აწ თქუმულნი: პირველად ღმრთისაჲ; მეორედ — წინააღმდგომი გონებისაჲ; მესამედ — თჳთ-გონებაჲ; მეოთხედ — ასოთა შინა მყოფი იგი ჩუეულებაჲ. აწ უკუე ოთხთა ამათგან ორნი იგი გარეთ შემოვლენ: ღმრთისაჲ, რომელ არს ქადაგებაჲ სახარებისაჲ და სწავლაჲ კეთილისაჲ; და კუალად - წინააღმდგომი მისი, რომელ არს ეშმაკისა მიერ დათესული ჩუენ შორის ურჩებაჲ მცნებათა ღმრთისაჲ. ხოლო ორნი შინაგან ჩუენსა არიან: გონებითი იგი მხილებაჲ სჳნიდისისაჲ, დამბადებელისა მიერ დათესული ჩუენ შორის, და კუალად, მიმყოვრებული იგი ჩუეულებაჲ მრავალ ჟამ ქმნილისა ცოდვისაჲ, რომელი-იგი არს აღმძრველ ბრძოლისა ჴორცთაჲსა.

სხუაჲ თარგმანი მეთოდისი: შინაგანად კაცად სულსა უწოდს, გინა თუ გონებასა;...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის