მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 7:18

17. აწ უკუე არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ.18. რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ჴორცთა შინა ჩემთა კეთილი, რამეთუ ნებაჲ იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ.19. რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 7
18. რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ჴორცთა შინა ჩემთა კეთილი, რამეთუ ნებაჲ იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ.
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ესე უწყი, რამეთუ არა დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ჴორცთა შინა ჩემთა, კეთილი (7,18).:

თარგმანი: არა თუ ჴორცთა შეასმენს ამით სიტყჳთა, არამედ განყო კაცი ორად — სულად და ჴორცად; და თქუა, ვითარმედ ჴორცთა შინა ჩემთა კეთილი არარაჲ არსო. ესე იგი არს, ვითარმედ: ჴორცთა ვერ ძალ-უც სათნოებისა რაჲსამე ქმნად თავით თჳსით, არამედ ყოველი საქმჱ სულისაჲ არს და მას ძალ-უც გამოცნობად კეთილისა და ბოროტისა; ხოლო ოდეს იგი მიდრკეს კეთილისაგან, ჴორცნი მას შეუდგიან.

თავი ი
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესე უწყი, რამეთუ არა დამკჳდრებულ არს ჩემ თანა (7,18).:

თარგმანი ათანასისი: თჳთმფლობელობასა კაცისასა გამოაჩინებს და ვითარმედ კაცი უფალ არს ორკერძოვე მიდრეკასა ზედა, გინა თუ კეთილისა მიმართ, გინა თუ ბოროტისა, და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: არა თუ ესრეთ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა კეთილი, თუ-მცა მინდა, თუ არა, — ვიქმოდე-მცა მას იძულებით. რამეთუ ნებაჲ წინა-მიც, რაჲთა, სადაჲთცა ვინებო — მივდრკე. და ესე ბუნებითად მაქუსო ნებებაჲ კეთილისაჲ, ხოლო ქმნაჲ არღარა იძულებით არს, არამედ თჳთმფლობელობასა ზედა ჩემსა.

თავი ი̂. ვნებათა მათთჳს, რომელნი არიან კაცობრივსა ბუნებასა შინა, რომელნი-იგი განგუწვალებენ შეთქუმულებისაგან შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს ჴორცთა შინა ჩემთა, კეთილი; რამეთუ ნებაჲ იგი წინა-მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ, რამეთუ არა, რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს, ბოროტი, მას ვიქმ. ხოლო უკუეთუ რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ (7,18-20).:

მოციქულისაჲ: რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს ჴორცთა შინა ჩემთა, კეთილი; რამეთუ ნებაჲ იგი წინა-მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ, რამეთუ არა, რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს, ბოროტი, მას ვიქმ. ხოლო უკუეთუ რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი ჩემ თანა ცოდვაჲ (7,18-20).

თარგმანი: არა ბუნებით უკეთურად უწოდს გუამსა, არამედ ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ გარდასლვამან სამოთხეს შინა მცნებისამან, ყოველთა კეთილთაგან ცალიერ მყო მე, ვიდრემდის, არა თუ მას, რომელსა ვერ გულისჴმა-ვჰყოფ და არცა მნებავს, არამედ, რომელი რაჲ გულისჴმა-ვყო და მენებოს კეთილი, ვერცაღა მას ვჰყოფ, მიდრეკილი და თანა-წარტაცებული ბილწთა მიმართ გულისთქუმათა, გემოვნებითა ცოდვისაჲთა.

ამათ სიტყუათა ზედა ნუმცა ვინ ბოროტად უწოდს ჴორცთა, რეცა თანა-მოწამებითა მოციქულისა მიერ თქუმულისაჲთა, ვითარმედ: არარაჲ დამკჳდრებულ არს მათ შინა კეთილი; რამეთუ არა რაჟამს ცალიერ არიან კეთილისაგან, აღსავსეცა არიან ბოროტითა, არამედ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის