მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 7:20

19. რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ.20. ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ.21. ვპოვო-მეა შჯული, რომელსა უნდეს ჩემდა ყოფად კეთილისა, რამეთუ მე ბოროტი წინა მიც?
ჰრომაელთა მიმართ თავი 7
20. ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ.
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: უკუეთუ, რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ — რომლი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა — ცოდვაჲ (7,20).:

თარგმანი: სულიცა და ჴორცნიცა კიდე-განიყვანნა და ყოველი ბრალი ბოროტსა პროერესინსა (რომელ არს ნებაჲ) და ბოროტსა ჩუეულებასა ზედა დადვა, რამეთუ სულისაცა ბუნებაჲ კეთილ არსო და ჴორცთაჲცა; არამედ ბოროტი ჩუენი ნებაჲ იქმს ცოდვასა.

თავი ი
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას (7,20).:

თარგმანი: სულიცა და ჴორცნიცა კიდე-განიყვანნა და ყოველი ბრალი ბოროტსა პროერესინსა ზედა (რომელ არს ნებაჲ) და ბოროტსა ჩუეულებასა ზედა, და ეშმაკსა ზედა დადვა, რამეთუ სულისაცა ბუნებაჲ კეთილ არსო და ჴორცთაჲცა, არამედ ბოროტი ნებაჲ და ეშმაკი იქმან ყოველსავე.

თავი ი̂. ვნებათა მათთჳს, რომელნი არიან კაცობრივსა ბუნებასა შინა, რომელნი-იგი განგუწვალებენ შეთქუმულებისაგან შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს ჴორცთა შინა ჩემთა, კეთილი; რამეთუ ნებაჲ იგი წინა-მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ, რამეთუ არა, რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს, ბოროტი, მას ვიქმ. ხოლო უკუეთუ რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ (7,18-20).:

მოციქულისაჲ: რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს ჴორცთა შინა ჩემთა, კეთილი; რამეთუ ნებაჲ იგი წინა-მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ, რამეთუ არა, რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს, ბოროტი, მას ვიქმ. ხოლო უკუეთუ რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი ჩემ თანა ცოდვაჲ (7,18-20).

თარგმანი: არა ბუნებით უკეთურად უწოდს გუამსა, არამედ ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ გარდასლვამან სამოთხეს შინა მცნებისამან, ყოველთა კეთილთაგან ცალიერ მყო მე, ვიდრემდის, არა თუ მას, რომელსა ვერ გულისჴმა-ვჰყოფ და არცა მნებავს, არამედ, რომელი რაჲ გულისჴმა-ვყო და მენებოს კეთილი, ვერცაღა მას ვჰყოფ, მიდრეკილი და თანა-წარტაცებული ბილწთა მიმართ გულისთქუმათა, გემოვნებითა ცოდვისაჲთა.

ამათ სიტყუათა ზედა ნუმცა ვინ ბოროტად უწოდს ჴორცთა, რეცა თანა-მოწამებითა მოციქულისა მიერ თქუმულისაჲთა, ვითარმედ: არარაჲ დამკჳდრებულ არს მათ შინა კეთილი; რამეთუ არა რაჟამს ცალიერ არიან კეთილისაგან, აღსავსეცა არიან ბოროტითა, არამედ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის