მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 7:15

14. ესე უწყით, რამეთუ შჯული სულიერ არს, ხოლო მე ჴორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა.15. რამეთუ რომელსა-იგი ვიქმნ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ.16. ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი არა მნებავს და მას ვჰყოფ, თანა-მოწამე ვარ შჯულისა, რამეთუ კეთილ არს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 7
15. რამეთუ რომელსა-იგი ვიქმნ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ.
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი (7,15).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვნებაჲ ჩემ თანა დამკჳდრებულ არს, დამაბნელებს და წარმიტაცებს, და არა უწყი, თუ ვითარ დამცემს. ხოლო რომელ იტყჳს, ვითარმედ: "არა რომელი მე მნებავს, მას ვიქმ", ესე იგი არს, ვითარმედ: რომელი-იგი არა სათნო-უჩნს შინაგანსა გონებასა ჩემსა და ვიცი, ვითარმედ ბოროტ არს, მას ვიქმ ჩუეულებისა და წესისა მის ბოროტისა მძლავრებითა.

თავი თ̂. შჯულსა ქუეშე მყოფთა დაშჯისათჳს ცოდვისა მიერ, რომლისაგან განგუათავისუფლნა ქრისტემან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისა: რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ, რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ (7,15).:

თარგმანი: არა ამას იტყჳს, ვითარმედ: "უმეცრებით ვცოდავ", არამედ აღტაცებით; რამეთუ პირველ დაბადებითგან არავინ ყოფილ არს ესრეთ, რომელსამცა არა ჰქონებოდა მცირე გინა დიდი მხილებაჲ სჳნიდისისაჲ, არამედ რომელიმე წარმდებებით ცოდავს და რომელიმე აღტაცებით თანა-მიყოლითა ბილწისა მის გემოჲსაჲთა, რომელი შეარყევს კეთილისა მისგან ნებისა. და საძულელსა მას ესრეთ აქმნევს, ვითარცა საყუარელსა. ამისთჳს აწ არა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: "არა ვიცი თუ ბოროტ არს და უმეცრებით ვცოდავ", არამედ: "არა ვიცი თუ ვითარ წარვიტაცები და ნებისაგან კეთილისა შევირყევი, ვითარცა მიმძლა.

თავი ი
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი (7,15).:

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "განფრდილ ვარ ცოდვასა შინა", აწ იტყჳს თუ ვითარ განფრდილ ვარ; ვითარმედ: არა ვიციო, თუ ვითარ მაცთუნებს და წარმიტაცებს ცოდვაჲ, რამეთუ მიიპარავს გონებასა ჩემსა, რომელ კნინღა ვერ ვსცნობ თუ ვითარ მიმიტაცებს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის