მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 7:22

21. ვპოვო-მეა შჯული, რომელსა უნდეს ჩემდა ყოფად კეთილისა, რამეთუ მე ბოროტი წინა მიც?22. რამეთუ თანა-მნებავს მე შჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა.23. და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 7
22. რამეთუ თანა-მნებავს მე შჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა.
თავი ი
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ თანა-მნებავს რჩულსა ღმრთისასა (7,22).:

თარგმანი: აღვიარებ სჳნიდისითა, ვითარმედ კეთილ არს, რამეთუ პირველ მისსაცა იცოდა სჳნიდისმან ჩემმან კეთილისა საქმე და ვპოე რაჲ იგი წერილი, ვაქებო "შინაგანითა კაცითა", არამედ ვხედავ სხუასა რჩულსა ასოთა შინა ჩემთა. ხოლო "რჩულად წინააღმდგომად" ცოდვასა უწესს ამას ადგილსა და ბოროტსა პროერესინსა, რომელ არს ნებაჲ. და იგივე წინა-აღუდგებისო სჳნიდისსა ჩემსა და წარმტყუენავს რჩულითა ცოდვისაჲთა, რომელ არს ჩუეულებაჲ ბოროტისაჲ.

თავი ი̂. ვნებათა მათთჳს, რომელნი არიან კაცობრივსა ბუნებასა შინა, რომელნი-იგი განგუწვალებენ შეთქუმულებისაგან შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ თანა-მნებავს მე შჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა, და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა (7,22-23).:

თარგმანი: "თანა-მნებავსი" რაჟამს თქუას, ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: თანა-ვეწამები შჯულსა ღმრთისასა და მთნავს იგი, ვითარმედ კეთილ არს. არამედ ცოდვისაჲ იგი შჯული, რომელსა "სხუად" უწოდს, რამეთუ ჩუეულებასა მრავალჟამეულსა შჯულად სახელ-სდვა, ესე ბოროტთა ჩუეულებისა შჯული წინა-განეწყვების კეთილსა მას ნებასა გონებისასა და წარსტყუენავს კაცსა შჯულითა, ესე იგი არს ჩუეულებითა პირველთა საქმეთაჲთა.

აჰა ესერა ოთხ არიან შჯულნი ესე აწ თქუმულნი: პირველად ღმრთისაჲ; მეორედ — წინააღმდგომი გონებისაჲ; მესამედ — თჳთ-გონებაჲ; მეოთხედ — ასოთა შინა მყოფი იგი ჩუეულებაჲ. აწ უკუე ოთხთა ამათგან ორნი იგი გარეთ შემოვლენ: ღმრთისაჲ, რომელ არს ქადაგებაჲ სახარებისაჲ და სწავლაჲ კეთილისაჲ; და კუალად - წინააღმდგომი მისი, რომელ არს ეშმაკისა მიერ დათესული ჩუენ შორის ურჩებაჲ მცნებათა ღმრთისაჲ. ხოლო ორნი შინაგან ჩუენსა არიან: გონებითი იგი მხილებაჲ სჳნიდისისაჲ, დამბადებელისა მიერ დათესული ჩუენ შორის, და კუალად, მიმყოვრებული იგი ჩუეულებაჲ მრავალ ჟამ ქმნილისა ცოდვისაჲ, რომელი-იგი არს აღმძრველ ბრძოლისა ჴორცთაჲსა.

სხუაჲ თარგმანი მეთოდისი: შინაგანად კაცად სულსა უწოდს, გინა თუ გონებასა;...

სრულად ნახვა
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ თანამნებავს რჩულსა ღმრთისასა (7,22).:

თარგმანი: აღვიარებ სჳნიდისითა, ვითარმედ კეთილ არს, რამეთუ პირველ მისსაცა იცოდა სჳნიდისმან ჩემმან კეთილისა საქმჱ და ვპოე რაჲ იგი წერილი, ვაქებო "შინაგანითა კაცითა", არამედ ვხედავ სხუასა რჩულსა ასოთა შინა ჩემთა (7,23). ხოლო რჩულად წინააღმდგომად ცოდვასა უწესს ამას ადგილსა და ბოროტსა პროერესინსა, რომელ არს ნებაჲ. და იგივე წინა-აღუდგებისო სჳნიდისსა ჩემსა და წარმტყუენავს რჩულითა ცოდვისაჲთა, რომელ არს ჩუეულებაჲ ბოროტისაჲ.

ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. მცნებათა მარადიულობა და ახალი აღთქმა:

...პავლე ამბობს: „რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ, და ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდეს; ამათ რამეთუ შჯულ არა აქუს, თავისა თჳსისათჳს შჯულ არიან“ (). და კვლავ: „რამეთუ თანა-მნებავს მე შჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა“ (). მცნებებია წერილობითი მცნებებიც, და ესენიც ყველანი დარჩნენ. თუ ზოგი მათგანი გაუქმდა კიდეც, უარესისკენ კი არა, არამედ უკეთესისკენ გარდაქმნის გზით გაუქმდა. რადგან „არა კაც-ჰკლა“ () არ გაუქმებულა, არამედ გაფართოვდა; და „არა იმრუშო“ () არ გამქრალა, არამედ უფრო დიდი გახდა. ამიტომაც ამბობდა: „ნუ ჰგონებთმ ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (). რადგან ვინც არ მრისხანებს, მით უფრო მეტად შეიკავებს თავს მკვლელობისგან; და ვინც თავშეუკავებელი თვალებით არ იყურება, მრუშობისგან უფრო შორს და...

სრულად ნახვა