მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 7:10

9. ხოლო მე ცხოველ ვიყავ ოდესმე თჳნიერ შჯულისა, და ოდეს მოიწია მცნებაჲ იგი, ცოდვაჲ განცოცხლდა,10. და მე მოვკუედ; და მეპოვა მე მცნებაჲ იგი, რომელი იყო საცხორებელად, იგივე სიკუდილად.11. რამეთუ ცოდვამან მან მიზეზი მიიღო მცნებისა მისგან, მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 7
10. და მე მოვკუედ; და მეპოვა მე მცნებაჲ იგი, რომელი იყო საცხორებელად, იგივე სიკუდილად.
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: და ოდეს მოიწია მცნებაჲ, ცოდვაჲ იგი განცოცხლდა, და მე მოვკუედ (7,9-10).:

თარგმანი: არა თუ ცოდვაჲ არა იყო და რჩულმან განაცოცხლა და არაარსი არსად მოიყვანა, არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ პირველ რჩულისა ეცოდევდი და ცოდვაჲ იგი არა ჩანდა, არამედ წარმდებად და უგულისხმოდ ვიქმოდე ამას. ხოლო მო-რაჲ-ვიდა რჩული, მან ჩემ შორის დამალული იგი ცოდვაჲ გამოაცხადა, ხოლო ვინაჲთგან გამოაცხადა, და თილად მასვე ვიქმოდე მერმე უმეტესი სასჯელი და სიკუდილი სულიერი მოვიდოდა ჩემ ზედა. და ესე დიდი ქებაჲ არს რჩულისაჲ, რომელ პირველ მისა წარჴსნილად და ურიდად ცოდვიდეს, და არა დადად ცოდვად შეერაცხნეს დიდნი ცოდვანი, არამედ ვითარცა სიზმარსა შინა იცოდეს თუ: ვცოდავთ. ხოლო მო-რაჲ-ვიდა იგი, ესე ქმნა, თუცა რომელ სხუაჲ არა, გარნა ესე: იცოდინ თუ — ვცოდავთ. და ესე არა მცირედი შეწევნაჲ არს, დამახრწეველი ცოდვისაჲ.

თავი თ̂. შჯულსა ქუეშე მყოფთა დაშჯისათჳს ცოდვისა მიერ, რომლისაგან განგუათავისუფლნა ქრისტემან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მე ცხოველ ვიყავ ოდესმე თჳნიერ შჯულისა. და ოდეს მოიწია მცნებაჲ იგი, ცოდვაჲ განცოცხლდა და მე მოვკუედ; და მეპოვა მე მცნებაჲ იგი, რომელი იყო საცხორებელად, იგივე სიკუდილად. რამეთუ ცოდვამან მან მიზეზი მიიღო მცნებისა მისგან, მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა (7,9-11).:

თარგმანი: პირველ მოსესსა იტყჳს ცხოველ ყოფასა, და არა სიმრავლითა ცოდვათაჳთა მომკუდარ-ყოფასა ვითარმედ: მაშინ ბუნებითი ოდენ შჯული მაქუნდა მამხილებელად, ხოლო შემდგომად მოსესსა წერილისაჲცა იგი ზედა-დაერთო ბუნებითსა მას, და ვითარცა მკუდარი აღადგინა, უჩინოჲ საჩინო ყო დაფარულებაჲ ცოდვისაჲ, რომლითა მე მოვკუედ, რაჟამს არღარა უმეცრებით, არამედ მეცნიერებით ვცოდევდი და ცოდვისაგან დამაყენებელისა მის შჯულისასა არა ვისმენდი. ამისთჳსცა საცხორებელად მოცემული იგი ურჩებამან და უდებებამან ჩემმან სასიკუდინო ჩემდა ყო. რომლისათჳს არა მკურნალისაჲ, არამედ სენისა მის შემმატებელისაჲ არს] ბრალი და ცოდვისა მომპოვნებელისა და მაცთურებით მომაკუდინებელისა ეშმაკისაჲ, რომელმან სამოთხისა იგი მცნებისა გარდასლვაჲ შჯულისა მცნებათა გარდასლვასა თანა სასიკუდინო ჩუენდა ყო.

თავი თ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ოდეს მოიწია მცნებაჲ, ცოდვაჲ იგი განცოცხლდა, და მე მოვკუედ (7,9-10).:

თარგმანი: არა თუ ცოდვაჲ არა იყო და რჩულმან განაცოცხლა და არა-არსი არსად მოიყვანა, არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ პირველ რჩულისა ვცოდევდი და ცოდვაჲ იგი არა ჩნდა, არამედ წარმდებად და უგულისხმოდ ვიქმოდე მას. ხოლო მო-რაჲ-ვიდა რჩული, მან ჩემ შორის დამალული იგი ცოდვაჲ გამოაცხადა, ხოლო ვინაჲთგან გამოაცხადა, და კუალად მასვე ვიქმოდე, მერმე უმეტესი სასჯელი და სიკუდილი სულიერი მოვიდოდა ჩემ ზედა. და ესე დიდი ქებაჲ არს რჩულისაჲ, რომელ პირველ მისა წარჴსნილად და ურიდად ცოდვიდეს და არა დიდად ცოდვად შეერაცხნეს დიდნი ცოდვანი, არამედ, ვითარცა სიზმარსა შინა, იცოდეს თუ — ვცოდავთო. ხოლო მო-რაჲ-ვიდა იგი, ესე ქმნა, თუცა რომელ სხუაჲ არა, გარნა ესე: იცოდინ თუ — ვცოდავთ. და ესე არა მცირედი შეწევნაჲ არს, დამახრწეველი ცოდვისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის