თარგმანი: არათუ რჩულმან მოსცა მიზეზი ცოდვისაჲ, — ნუ იყოფინ! — არამედ იგი აყენებდა, რაჲთამცა განაშორა ცოდვისაგან. ხოლო "ცოდვამანო" — ესე იგი არს, ვითარმედ დაჴსნილებამანო და უკეთურმან გონებამან კეთილი იგი ბოროტად იჴმარა, რამეთუ რჩული მოგუეცა არა თუ რაჲთა აღატყინოს გულისთქუმაჲ, არამედ რაჲთა დაშრიტოს. ხოლო კაცთა არა უსმინეს, რამეთუ მკურნალისა საქმჱ არს, რაჲთა უთხრას სნეულსა მავნებელი, ხოლო უკუეთუ სნეულმან არა ინებოს კრძალვაჲ, ბრალი მისი არს.
ჰრომაელთა მიმართ 7:8
თარგმანი: იხილე, ვითარ იჴსნის შჯულსა ბრალობისაგან, იტყოდის რაჲ, ვითარმედ: მიზეზი პოვა ცოდვამან მცნებისა მისგან. ესე იგი არს მიზეზი, რამეთუ რაჟამს მაყენებნ ჩუენ ვინმე, ჩუენდა გულისსათქუმელისა საქმისაგან, უმეტესად აღეგზნის ჩუენ შორის ცეცხლი გულისთქუმისაჲ. ეგრეთვე აწ, რაჟამს გუაყენებდა მცნებაჲ შჯულისაჲ, რაჲთა არა გული-გჳთქუმიდეს, ესე რაჲ იხილეს ცოდვამან და უდებებამან, წინააღმდგომი მისი შთამოგჳთესეს, რაჲთა არღარა ერთისა რაჲსმე, არამედ ყოვლისავე ბოროტისა გულისთქუმაჲ დასთესონ ჩუენ შორის. რამეთუ თჳნიერ შჯულისა ცოდვაჲ მკუდარ არს, ესე იგი არს, ვითარმედ, ვიდრე არა აღნთებულ იყოს სანთელი მხილებისაჲ შჯულთა მიერ, ვითარცა ბნელსა შინა უმეცრებისასა ცოდვენ კაცნი, და ვითარცა მკუდარნი, უგრძნობელად იქმან, რასა-იგი იქმან.
სხუაჲ თარგმანი სევერიანესი: ვითარცა-იგი მაცხოვარსა ყოველთასა ცხორება და სიმართლე და მაცხოვარ სახელ-სდებენ წმიდანი წერილნი, ეგრეთვე ბოროტსა ეშმაკსა, ვითარ ვჰგონებ, აწინდელსა ამას ადგილსა ცოდვად სახელ-სდებს მოციქული და იტყჳს, ვითარმედ: მიზეზი პოვა ბოროტმან ეშმაკმან, და ვითარცა მომპოვნებელმან ცოდვისამან, ეგრეთვე სამართლად ცოდვად...
თარგმანი: არა თუ რჩულმან მოსცა მიზეზი ცოდვისაჲ, ნუ იყოფინ, არამედ იგი აყენებდა, რაჲთამცა განაშორა ცოდვისაგან, ხოლო "ცოდვამანო" — ესე იგი არს, ვითარმედ დაჴსნილებამანო და უკეთურმან გონებამან კეთილი იგი ბოროტად იჴმარა, რამეთუ რჩული მოგუეცა, არა თუ რაჲთა აღატყინოს გულისთქუმაჲ, არამედ რაჲთა უთხრას სნეულსა მავნებელი, ხოლო უკუეთუ სნეულმან არა ინებოს კრძალვაჲ, ბრალი მისი არს.
...საჲ ცხადად მათა იქმნა, რაჲთა იქმნენ იგინი უსიტყუელ“, ხოლო მან არა თუ ამისთÂს უჩუენა, რაჲთა იყვნენ უსიტყუელ. და კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „შჯული შემოვიდა, რაჲთა განმრავლდეს ნაკლულევანებაჲ“, ; და იგი არა ამისთჳს შემოვიდა, არამედ რაჲთა დაეყენოს ცოდვაჲ.
ჰხედავა, ვითარ იპოვების, რამეთუ აღსასრულისათჳს არს? რამე-თუ ვითარცა ხუროთმოძღუარმან ვინმე ჴელოვანმან ნახევარი აღაშენის სახლისაჲ და ნახევარი დაუტევის, რაჲთა უკუეთუ ვინ იტყოდის აღ-შენებულისა მისთჳს, თუ არა მისი აღშენებული არს, ნაკლულევანისა მის აღსრულებითა გამოაჩინოს, ვითარმედ იგიცა მასვე უქმნიეს, ეგრეთვე ქრისტემან ვითარცა სახლი რაჲმე დარღუეული განაახლის ჩუენი ესე გუამი, რამეთუ ჴელი იგი განჴმელი განკურნა და დაჴსნილნი იგი მუჴლნი განაძლიერნა, მკელობელთა ავლენდა, კეთროვანთა განჰკურნებდა, მკუდართა აღადგინებდა, თუალთა დაბრმობილთა განანათლებდა და არაარსთა შეიქმოდა, რომელ-ესე ყოველნი ბუნებითისა მის უძლურებისა საქმენი იყვნეს, და იგიცა განაცხოველებდა ყოველსავე, რაჲთამცა ესრეთ გამოაჩინა ძალი თჳსი; ხოლო რომელ თქუა, ვითარმედ: „რაჲ-თა გამოჩნდეს დიდებაჲ ღმრთისაჲ“, თავისა თჳსისათჳს იტყ...