მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 7:14

13. აწ უკუე კეთილი იგი მე სიკუდილ მექმნაა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ იგი, რაჲთა ჩნდეს ცოდვა კეთილითა მით, რომელი იქმნა ჩემდა სიკუდილ, რაჲთა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი მცნებისა მისგან.14. ესე უწყით, რამეთუ შჯული სულიერ არს, ხოლო მე ჴორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა.15. რამეთუ რომელსა-იგი ვიქმნ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 7
14. ესე უწყით, რამეთუ შჯული სულიერ არს, ხოლო მე ჴორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა.
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რჩული სულიერ არს (7,14).:

პავლესი: რჩული უფლებს კაცსა ზედა, რავდენ ცოცხალ არს იგი (7,1).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა ცოცხალ იყო რჩული მოსესი და ჯერ-იყო მონებაჲ მისი, ხოლო ვინაჲთგან ქრისტჱ მოვიდა, იგი მოკუდა და არღარად საჴმარ არს მისი აღსრულებაჲ.

პავლესი: ქმრის ცოლი დედაკაცი შეკრულ არს რჩულითა; უკუეთუ მოკუდეს ქმარი, განთავისუფლებულ არს იგი რჩულისა მისგან (7,2).

თარგმანი: ქმრად მოსეს რჩულსა იტყჳს და დედაკაცად — ერსა მას, მორჩილსა მისსა, და იტყჳს, ვითარმედ: პირველ ქრისტეს მოსლვისა იგი ცხოველ იყო, და მრუშება იყო მისგან განშორებაჲ, ხოლო აწ იგი მოკუდა და უჯერო არს მკუდრისა მის ცოლყოფაჲ, არამედ რომელი აწ შემოვიდა ახალი სიძჱ — უკუდავი ქრისტჱ —მისი ჯერ-არს შეყოფაჲ.

პავლესი: ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა (7,3). თარგმანი: რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ბოროტთა საქმეთა შინა, ბოროტსა ცხორებასა.

პავლესი: ვნებანი იგი ცოდვათანი იქმნებოდეს რჩულისა მისგან ასოთა შინა ჩუენთა (7,5).

თარგმანი: რაჟამს ბოროტთა მათ საქმეთა ჩუენთა არა დაუტეობდით და რჩული გუამხილებდა, მაშინ ვიცოდეთ, ვითარმედ ბოროტად ვიქმთ და ვნებანი ჴორცთანი იშვებოდეს რაჲ...

სრულად ნახვა
თავი თ̂. შჯულსა ქუეშე მყოფთა დაშჯისათჳს ცოდვისა მიერ, რომლისაგან განგუათავისუფლნა ქრისტემან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესე უწყით, რამეთუ შჯული სულიერ არს, ხოლო მე ჴორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა (7,14).:

მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, ძმანო, — რამეთუ მეცნიერთა მათ შჯულისათა ვეტყჳ, — ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს იგი? რამეთუ ქმრის ცოლი დედაკაცი სიკუდილადმდე ქმრისა შეკრულ არს შჯულითა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი შჯულისა მისგან ქმრისა. აწ უკუე ცხორებასა ქმრისასა მემრუშედ ეწოდოს, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი მისი, თავისუფალ არს იგი შჯულისა მისგან. რაჲთა არა იყოს იგი მემრუშე, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა (7,1-3).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო აჩუენა, ვითარმედ ცოდვაჲ არღარა უფლებს, აწ აჩუენებს, ვითარმედ არცაღა შჯული უფლებს; და სახედ შემოიღებს მას, რაჲ-იგი თჳთ მასვე შჯულსა განეწესა დედაკაცისათჳს ქმრის ცოლისა. და შჯულსა იტყჳს ნაცვალად ქმრისა, ხოლო მორჩილთა შჯულისათა - სახედ ცოლისა. და ამას თჳთ მეცნიერთავე ეტყჳს წიგნისა მის შჯულისათა, ვითარმედ: შჯული უფლებს კაცსა ზედა, ესე იგი არს მამაკაცსა და დედაკაცსა (რამეთუ კაცებისა სახელი ზოგადი არს ორთაჲვე). ამისსა შემდგომად სახითა მით ქმრისა სიკუდილისაჲთა იგავით ეტყჳს მოკუდომასა შჯულისასა, რაჲთა არა შეაწუხნეს იგინი განცხადებულად...

სრულად ნახვა
თავი ი
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რჩული სულიერ არს (7,14).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მასწავლელი არს სათნოვებისაჲ და დამაყენებელი ცოდვისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის