თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითამედ რჩული მაშინ ოდენ გუეტყოდა, რაჲთა არა ვცოდვიდეთ, და გამოაჩინა თუ რაჲ არს ცოდვაჲ, ხოლო ჩუენ ვნებათა მიერვე შეპყრობილ ვიყვენით და გუექმნებოდა იგი უმეტესად დასასჯელ. არამედ აწ განვთავისუფლდით მისგან. ვითარ განვთავისუფლდით? — რამეთუ ძუელი იგი კაცი, ცოდვისა მიერ დამონებული, მოკუდა და დაეფლა, რამეთუ ამისთჳს თქუა თუ — "მოვკუედით, რომლითა შეპყრობილ ვიყვენით", და აწ არღარა ვჰმონებთ დაძუელებულითა წიგნითა, ესე იგი არს, ვითარმედ არღარა გუაქუს ძუელი იგი რჩული დამსჯელად, არამედ სული წმიდაჲ შემწედ გუაქუს.
ჰრომაელთა მიმართ 7:6
5. რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა, ვნებანი იგი ცოდვათანი შჯულისა მისგან იქმნებოდეს ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ სიკუდილისა;6. ხოლო აწ განთავისუფლებულ ვართ შჯულისა მისგან და მოვკუედით, რომლითა-იგი შეპყრობილ ვიყვენით, რაჲთა ვჰმონებდეთ ჩუენ განახლებულითა სულითა და არა დაძუელებულითა წიგნითა.7. რაჲ-მე უკუე ვთქუათ? შჯული ცოდვა-მე არსა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ არა ვიცოდე, გარნა შჯულისაგან. რამეთუ გულის-თქუმაჲ არა ვიცოდე, უკუეთუმცა არა შჯული იტყოდა, ვითარმედ: ნუ გული-გითქუამნ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 7