მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 7:17

16. ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი არა მნებავს და მას ვჰყოფ, თანა-მოწამე ვარ შჯულისა, რამეთუ კეთილ არს.17. აწ უკუე არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ.18. რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ჴორცთა შინა ჩემთა კეთილი, რამეთუ ნებაჲ იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 7
17. აწ უკუე არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ.
თავი თ̂. შჯულსა ქუეშე მყოფთა დაშჯისათჳს ცოდვისა მიერ, რომლისაგან განგუათავისუფლნა ქრისტემან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, თანამოწამე ვარ შჯულისა, რამეთუ კეთილ არს. აწ უკუე არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ (7,16-17).:

მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, ძმანო, — რამეთუ მეცნიერთა მათ შჯულისათა ვეტყჳ, — ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს იგი? რამეთუ ქმრის ცოლი დედაკაცი სიკუდილადმდე ქმრისა შეკრულ არს შჯულითა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი შჯულისა მისგან ქმრისა. აწ უკუე ცხორებასა ქმრისასა მემრუშედ ეწოდოს, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი მისი, თავისუფალ არს იგი შჯულისა მისგან. რაჲთა არა იყოს იგი მემრუშე, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა (7,1-3).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო აჩუენა, ვითარმედ ცოდვაჲ არღარა უფლებს, აწ აჩუენებს, ვითარმედ არცაღა შჯული უფლებს; და სახედ შემოიღებს მას, რაჲ-იგი თჳთ მასვე შჯულსა განეწესა დედაკაცისათჳს ქმრის ცოლისა. და შჯულსა იტყჳს ნაცვალად ქმრისა, ხოლო მორჩილთა შჯულისათა - სახედ ცოლისა. და ამას თჳთ მეცნიერთავე ეტყჳს წიგნისა მის შჯულისათა, ვითარმედ: შჯული უფლებს კაცსა ზედა, ესე იგი არს მამაკაცსა და დედაკაცსა (რამეთუ კაცებისა სახელი ზოგადი არს ორთაჲვე). ამისსა შემდგომად სახითა მით ქმრისა სიკუდილისაჲთა იგავით ეტყჳს მოკუდომასა შჯულისასა, რაჲთა არა შეაწუხნეს იგინი განცხადებულად...

სრულად ნახვა
თავი ი
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე, არღარა მე ვიქმ მას, არამედ — რომელი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა — ცოდვაჲ (7,17).:

თარგმანი: და ვითარ იქმს მას ცოდვაჲ, რომელ თქუა თუ "არღარა მე ვიქმ მას, არამედ — რომელი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა — ცოდვაჲ"? —გარნა ესე იგი არს, ვითარმედ გემოსა მას ცოდვისასა წინა-მიყოფსო და ესრეთ მაცთუნებს და მიმდრეკს კეთილისაგან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის