1.აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა, და მშჳდობაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა,2.რომლისაგანცა მოუჴედით სარწმუნოებითა მადლსა ამას, რომლითაცა ვდგათ და ვიქადით სასოებითა დიდებისა ღმრთისაჲთა.3.არა ხოლო ესე, არამედ ვიქადითცა ჭირთა შინა, უწყით, რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს,4.ხოლო მოთმინებაჲ – გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ – სასოებასა.5.ხოლო სასოებამან არა არცხჳნის, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა, რომელი-იგი მოცემულ არს ჩუენდა.6.რამეთუ ქრისტე, ვიდრე-იგი ჩუენ უძლურ-ღა ვიყვენით, ჟამსა ოდენ უღმრთოთათჳს მოკუდა.7.რამეთუ ძნიად ვინმე მართლისათჳს მოკუდის, ხოლო კეთილისათჳს, ვინ უწყის, ნუუკუე და იკადრისცა ვინმე სიკუდილი.8.ხოლო გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილ-ღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა.9.რაოდენ უკუე უფროჲს აწ, განმართლებულ რაჲ ვართ სისხლითა მისითა, განვერნეთ ჩუენ მის მიერ რისხვისაგან!10.უკუეთუ მტერ რაჲ ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რაოდენ უფროჲს აწ, და-რა-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა!11.არა ესე ოდენ ხოლო, არამედ ვიქადითცა ღმრთისა მიმართ იესუ ქრისტეს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაგან აწ დაგებაჲ ესე მოვიღეთ.12.ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით - სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს.13.რამეთუ შჯულისა მოწევნადმდე ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა, ხოლო ცოდვად არად შერაცხილ იყო თჳნიერ შჯულისა.14.არამედ სუფევდა სიკუდილი ადამისითგან ვიდრე მოსესადმდე და მათ ზედაცა, რომელთა-იგი არა ეცოდა მსგავსად გარდასლვისა მის ადამისა, რომელი-იგი არს სახე მერმეთა მათ ჟამთაჲ.15.არამედ არა ვითარ შეცოდებაჲ და ეგრეთცა მადლი; რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოსწყდეს, რაოდენ უფროჲს მადლი იგი ღმრთისაჲ და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა მის კაცისა იესუ ქრისტესითა მრავალთა მიმართცა აღემატა!16.და არა ვითარცა ერთისა შეცოდებულისათჳს ნიჭი იგი, რამეთუ საშჯელი იგი ერთისა მისგან დასაშჯელად, ხოლო მადლი იგი მრავალთაგან შეცოდებათა განსამართლებელად.17.რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა სიკუდილი სუფევდა ერთისა მისგან, რაოდენ უფროჲს, რომელნი-იგი უმეტესსა მას მადლისასა და ნიჭსა სიმართლისასა მიიღებენ ცხორებასა შინა სუფევდენ ერთისა მისგან იესუ ქრისტესა.18.ვითარცა-იგი ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა დასაშჯელად, ეგრეცა ერთისა მის სიმართლისათჳს ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებელად ცხორებისა.19.რამეთუ ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისა ურჩებითა ცოდვილნი შემოჴდეს მრავალნი, ეგრეცა ერთისა მის კაცისა მორჩილებითა მართალნი შემოვიდენ მრავალნი.20.რამეთუ შჯული შორის შემოვიდა, რაჲთა განმრავლდეს ცოდვაჲ, და სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატა მადლი,21.რაჲთა, ვითარცა-იგი სუფევდა ცოდვაჲ სიკუდილსა შინა, ეგრეცა მადლი სუფევდეს სიმართლისა მიერ ცხორებად საუკუნოდ ქრისტეს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.
მოციქულისაჲ: აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა, და მშჳდობაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ (5,1).
თარგმანი: ვითარ მოიგებს კაცი მშჳდობასა ღმრთისა მიმართ? — აღსრულებისა მიერ მცნებათა მისთაჲსა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ, რომელი ცოდვიდეს, იგი ბრძოლასა ჰყოფს ღმრთისა მიმართ და არა მშჳდობასა.
მოციქულისაჲ: უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიერ (5,1).
თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "მშჳდობაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ", ხოლო მშჳდობაჲ ღმრთისა მიმართ — აღსრულებითა მცნებათა მისთაჲთა იქმნების, ამისთჳს შესძინა,...
მოციქულისაჲ: ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისა მიერ ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით — სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია (5,12).
თარგმანი: მრავალსახედ გამოაჩინა ზემო განმართლებაჲ ჩუენი მოცემითა მით სულისა წმიდისაჲთა და სიკუდილითა მით ბოლოდშობილისაჲთა. აწ კუალად ამას პირსა იწყო თქუმად, ვითარმედ ესრეთცა ჯერ-იყო და სამართალ, რაჲთა, რომელნი-ესე ერთისა მის კაცისა მიერ ცოდვილ და მოკუდავ ვიქმნენით, ვინაჲთგან ურჩებასა მისსა მივემსგავსენით, კუალად ერთისავე კაცისა მიერ,...
მოციქულისაჲ: ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა, და ცოდვისა ძლით — სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს (5,12).
თარგმანი: ერთად კაცად პირველსა მას კაცსა უწოდს, ადამს, რომლისა მცნებისა [გარდასლვამან) ცოდვაჲ სოფლად შემოიყუანა, და ცოდვისა მიერ მოგუეტყუა სიკუდილი და ხრწნილებაჲ, რამეთუ ჩუენცა...
პავლესი: რამეთუ რჩულისა მოწევნადმდე ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა და ცოდვაჲ იგი არად შერაცხილ იყო, რამეთუ არღა იყო რჩული, არამედ სუფევდა სიკუდილი ადამისითგან მოსესამდე და მათ ზედაცა, რომელთა არა ეცოდა (5,13-14).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: ვიდრე მოსესამდე შჯული არა იყო, არამედ მოსე დადვა შჯული და განკრძალვაჲ ცოდვისაგან, და ვანაჲთგან დადვა მოსე შჯული ღმრთისა მიერ, მაშინდითგან დაისჯებოდეს კაცნი გარდასლვისათჳს შჯულისა, და ეუფლებოდა მათ მისთჳს სიკუდილი, რამეთუ გამოაჩინებდა შჯული ცოდვისა...
„ვიქადოთ ღმერთით..., რომლის წყალობითაც მივიღეთ ახლა შერიგება“ ()
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ყველას გულითადად გილოცავთ წმიდა პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს.
მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.
უფალმა კიდევ ერთხელ ღირსგვყო შევხვედროდით მაცხოვრის აღდგომის საიდუმლოებით მოცულ საოცარ ზეიმს, სათავეს ჩვენი რწმენისა და სასოებისა, ძალას...
ღეთივკურთხეულნო და ღვთისსაყვარელნო ივერნო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა::
...ერ მოფენილი მშვიდობა მომცველია ყოვლისა სიკეთისა: კურთხევისა, ღვთის მოწყალებისა, ცოდვათა მიტევებისა, განმართლებისა, სიმშვიდისა, სიხარულისა, მარადიული ცხოვრებისა... მოციქული პავლე ამის შესახებ ბრძანებს: „აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა და მშვიდობაა გუაქუს ღმრთისა მიმართ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა“ ().
მშვიდობა ღმერთთან ნიშნავს მშვიდობას საკუთარ თავთან და მოყვასთან.
ბრძენთ უთქვამთ: ბუნებით კაცნი ახლობელნი არიან ერთურთისა, თუმცა თვისებანი განაშორებენ მათ. დიად სახეს ფორმა არ გააჩნია.
ალბათ, ამიტომაა ძნელი ადამიანის შეცნობა, იგი ხომ ღვთის ხატადაა შექმნილი. ალბათ, ამიტომ მიაჩნდათ ფილოსოფოსებს უდიდეს სიბრძნედ საკუთარი შინაგანი მრავალფეროვანი სამყაროს შესწავლა, რადგანაც სხვა რომ შეიცნო, პირველ რიგში შენს თავს უნდა იცნობდე კარგად.
სული და სხეული - აი, ჩვენთვის ცნობილი ადამიანის შემადგენელი ნაწილნი. სულ ეს არის, თუ კიდევ სხვაც რაიმეა ჯერაც მიუკვლეველი ჩვენთვის? როგორ ავხსნათ, მაგალითად, აზროვნების უნარი, რა არის სიცოცხლე, რას წარმოადგენს გონება, გული?
ასე წერდა გულის შესახებ ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე III საუკუნეში ჩინელი მოაზროვნე სიუნ-ცზი: „გული მპყრობელია სხეულისა, განმგებელია სიბრძნისა. იგი მბრძანებლობს, თვით კი არავის ემორჩილ...
...მოკლეობა. რადგან ჭირის ბუნება ჩვეულებრივ ამის საწინააღმდეგოს ქმნის: ყურადღებას, გონების შემუსვრილებას, დაძაბულ განზრახვასა და კრძალულების გაძლიერებას.ამიტომ პავლეც ამბობდა: „ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაჲ – გამოცდილებასა“ ().ხოლო თუ იუდეველები ჭირში დრტვინავდნენ, დრტვინვის სიტყვები ჭირს კი არ ეკუთვნოდა, არამედ მათ უგუნურებას; რადგან წმინდანები ჭირში უფრო ბრწყინვალენი და უფრო სულიერად ბრძენნი ხდებოდნენ.ამიტომ სწორედ ეს კაცი ამბობდა: „კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე, რათა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი“ ().პავლეც ამბობს: „და გარდარეულებითა ამით გამოცხადებათაჲთა რაჲთა არა აღვიმაღლო, მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ-ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე“ ().„და ამისთჳს სამ-გზის ვევედრე უფალსა“ (), და მითხრა: **„კმა არს შენდა მადლი ჩემი“*...
ხოლო რათა სამოციქულო ხმითაც ისწავლო, რა დიდი სივრცე იბადება ჭირისაგან, თვით პავლეს მოუსმინე, რომელიც ჭირის ნაყოფს ამბობს: „ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაჲ – გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ – სასოებასა. ხოლო სასოებამან არა არცხჳნის“ ().ხედავ გამოუთქმელ სივრცეს? ხედავ სიხარულის ნავსაყუდელს?ამბობს: ჭირი მოთმინებას შეიქმს.რადგან ვის ექნება მეტი ამტანობა, ვიდრე უკიდურესად მედგარ კაცს, რომელსაც ყველაფრის ადვილად ტარება შეუძლია?და გამოცდილ კაცზე უფრო ძლიერი რაღა იქნებოდა?და აქედან მომდინარე სიამეს რა გაუტოლდება?რადგან ამბობს, რომ აქედან ჩვენთვის სამი სიამე იშვება: მოთმინება, გამოცდილება და მომავალი სიკეთეების სასოება.ამათ შესახებ ახლა სიბრძნისმეტყველებდა წინასწარმეტყველი, როცა ამბობდა: „ჭირსა ჩემსა განმივრცე მე“ ().რად...