მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 5:8

7. რამეთუ ძნიად ვინმე მართლისათჳს მოკუდის, ხოლო კეთილისათჳს, ვინ უწყის, ნუუკუე და იკადრისცა ვინმე სიკუდილი.8. ხოლო გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილ-ღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა.9. რაოდენ უკუე უფროჲს აწ, განმართლებულ რაჲ ვართ სისხლითა მისითა, განვერნეთ ჩუენ მის მიერ რისხვისაგან!
ჰრომაელთა მიმართ თავი 5
8. ხოლო გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილ-ღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა.
პირი ე სასოებისა მისთჳს მის საუკუნოჲსა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ჟამსა ოდენ უღმრთოთათჳს მოკუდა. რამეთუ ძნიად ვინმე მართლისათჳს მოკუდეს, ხოლო კეთილისათჳს, ვინ უწყის, იკადრის ვინმე სიკუდილი. ხოლო გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა (5,6-8).:

თარგმანი წმიდისა კჳრილესი: რომელსა ჟამსა? — ესე იგი არს, ვითარმედ მას ჟამსა, რაჟამს იხილა ეშმაკისა საცთური, სრულიად განფენილი სოფელსა შინა, და კაცთა ნათესავი სრულიად მოუძლურებული მისთა მათ მძლავრობათაგან, და ცხორებისა კაცთაჲსა სასოებაჲ სრულიად წარკუეთილი, მაშინ მიუთხრობელითა მით სიყუარულითა მისითა, რომელი აქუს კაცთა მომართ, თავს-იდვა სიკუდილი ჩუენთჳს, რომელნი-ესე უღმრთო ვიყვენით. რამეთუ კაცისა სიმართლისა და კეთილისათჳს, ვინ უწყის, ნუ-უკუე თავს იდვა-მცა ვინ სიკუდილი (დაღაცათუ არცა ესე სადა იქმნების, გარნა, ვინ უწყის, ნუ-უკუე იქმნა-მცა ესე!), ხოლო ცოდვილისა და ურჩისათჳს ვინმცა თავს-იდვა? გარნა ღმერთმან ინება, რაჲთამცა ფრიადი იგი სიყუარული თჳსი, რომელი აქუს ჩუენდა მომართ, გამოაჩინა. ამისთჳს მისცა ძე თჳსი სიკუდილად.

თავი ე̂. განმზადებულისა მისთჳს სასოებისა და მადლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა. რავდენ უკუე უფროჲს აწ, განმართლებულ რაჲ ვართ, განვერნეთ ჩუენ მის მიერ რისხვისაგან! (5,8-9).:

მოციქულისაჲ: აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა და მშჳდობაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესსა, რომლისაგანცა მოუჴედით სარწმუნოებითა მადლსა მას, რომლითაცა ვდგათ და გიქადით სასოებითა დიდებისა ღმრთისაჲთა (5,1-2).

თარგმანი: ვინაჲთგან ფრიადი რაჲმე წარმოთქუა სარწმუნოებისათჳს, ამისთჳს აწ დასძენს კეთილთა საქმეთა მიერისა განმართლებისათჳსცა, რამეთუ ესე არს სარწმუნოებასა თანა ქონებაჲ მშჳდობისაჲ, რაჲთა არღარა მიმედევნნეთ ცოდვასა, რამეთუ ცოდვანი არიან მიზეზ ღმრთისმბრძოლობისა. ხოლო მშჳდობისა ქონებაჲ ღმრთისა მიმართ ესრეთ მოიგებვის, რაჲთა შეუდგეს კაცი მცნებათა მისთა და არღარა მბრძოლ იყოს მისსა, მოქმედებითა ცოდვათაჲთა, რამეთუ რომელმან-იგი პირველთა ცოდვათაგან გჳჴსნნა და სარწმუნოებად , ის მიერ ამიერითგან უცოდველად დაცვაჲ ჩუენი. ხოლო შენ იხილე, ვითარ მადლი რაჲ თქუა, აწდელნი კეთილნი მოგუაჴსენნა, მონიჭებულნი ჩუენდა ნათლისღებისა მიერ, რამეთუ მის მიერ ვდგათ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის