1.იხარებდ, ბერწი არმშობელი, ღაღადებდ და ჴმობდ, არმლმობელ, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი უფროს, ვიდრე მქონებელისანი ქმარსა, რამეთუ თქუა უფალმან:2.განავრცელე ადგილი კარვისა შენისა და მოსაკიდელნი ეზოთა შენთანი აღჰმართენ, ნუ ჰრიდებ, განაგრძელენ საბელნი შენნი, და მანანი შენნი განაძლიერენ.3.მერმეცა მარჯუენით კერძო და მარცხენით კერძო განჰფინენ, და თესლმან შენმან წარმართნი დაიმკჳდრნეს და ქალაქნი მოოჴრებულნი დაიმკჳდრნე.4.ნუ გეშინინ, რამეთუ გრცხუენა, ნუცა გეკდიმების, რამეთუ იყუედრე, რამეთუ სირცხჳლი საუკუნოჲ დაივიწყოს და ყუედრებაჲ ქურიობისა შენისა არა მოიჴსენოს მერმე,5.რამეთუ უფალი შემოქმედი შენი, უფალი, საბაოთ სახელი მისი, და გამომჴსნელი შენი, თჳთ იგი ღმერთი ისრაილისა, ყოველსა ქუეყანასა იწოდოს.6.არა ვითარცა დედაკაცსა დატევებულსა და სულმოკლესა გიწოდა შენ უფალმან, არცა ვითარცა დედაკაცსა სიჭაბუკითგან მოძულებულსა. თქუა ღმერთმან შენმან:7.არამცირედსა ჟამსა დაგიტევე შენ და წყალობისა მიერ დიდისა შეგიწყალო შენ.8.გულისწყრომისა მიერ მცირისა გარემივიქციე პირი ჩემი შენგან და წყალობისა მიერ საუკუნოსა შეგიწყალო შენ. თქუა მჴსნელმან შენმან უფალმან:9.წყლითგან ქმნილით ნოეს ზე ესე არს ჩემდა, ვითარ-იგი ვეფუცე მას ჟამსა მას შინა ქუეყანასა არა განწყრომად შენ ზედა მერმე,10.არცა ქადებითა ჩემითა გარდაცვალებად მთათა, არცა ბორცუნი შენნი გარდაიძრნენ ესრეთ, არცა ჩემმიერი წყალობა მოგაკლდეს შენ, არცა აღთქმაჲ მშჳდობისა შენისა გარდაიცვალოს, რამეთუ თქუა მლხინებელმან შენმან უფალმან;11.ლხინება იყავ შენდა მდაბალ და დაუწყნარებელ-მყოფად იწოდო, ვიდრე ნუგეშინის-გცეს შენ. აჰა, განგიმზადო შენ ანთრაკი ქვად და საფუძველთა შენთა საპფირონი.12.და აღვაშენნე გოდოლი შენი იასპითა და ბჭეთა შენთა ქვანი ბროლისანი და ზღუდენი შენი ქვითა რჩეულითა.13.და ყოველნი ძენი შენნი განსწავლულნი ღმრთისანი და მრავალი მშჳდობაჲ შვილთა შენთა.14.და სიმართლისა მიერ აღეშენო, განეყენე უსამართლოსაგან, და არ შეგეშინოს, და ძრწოლა არ მიგეახლოს შენ.15.აჰა, მწირნი მოვლენ შენდა ჩემ მიერ, და გემსხემნენ შენ, და შენდა მიმართ მოილტოდიან.16.აჰა, მე აღგაგე შენ, არა ვითარცა მჭედელმან მბერავმან ცეცხლისა მიერ ნაკუერცხალთამან და გამომღებელმან ჭურჭელსა საქმედ, ხოლო მე აღგაგე შენ არა წარსაწყმედელად ხრწნილებისა.17.ყოველსა ჭურჭელსა განხრწნადსა შენდამი არ წარემართოს, და ყოველი ჴმაჲ უკუეთუ აღდგეს შენ ზედა საშჯელად, მათ ყოველთა სძლო. ხოლო თანამდებნი შენნი იყვნენ წუხილსა შინა. არს სამკჳდრებელი აღმაშენებელთა უფლისათა და თქუენ იყვნეთ ჩემდა მართალ, - იტყჳს უფალი.
ღეთივკურთხეულნო და ღვთისსაყვარელნო ივერნო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა:
მცირედითა ჟამითა დაგიტევე შენ, მაგრამ დიდითა წყალობითა შეგიწყნარებ შენ ()
დღეს მსოფლიო სიხარულის დღეა, დღესასწაულობს სიცოცხლე, სიკვდილისა დამთრგუნველი და ამიტომაც უფრო მეტად გულშიჩამწვდომი და საზეიმოა წინასწარმეტყველი ოსიას სიტყვები: „სადა არს ძლევა შენი, სიკვდილო, სად არს საწერტელი შენი, ჯოჯოხეთო“ (
...ასეთი რამ ეკლესიის შესახებაც მოხდა: ბერწი იყო, მაგრამ მრავალი შვილის დედა გახდა.ამიტომაც ამბობს ესაია: „იხარებდ, ბერწი არმშობელი, ღაღადებდ და ჴმობდ, არმლმობელ, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი უფროს, ვიდრე მქონებელისანი ქმარსა“ (), რითაც წინასწარ აცხადებს, რომ ეს ეკლესიაზეც მოხდება.ამიტომაც ამ ფსალმუნის მთქმელმაც აქ დაასრულა სიტყვა, რადგან წინასწარმეტყველება აქედანაც სარწმუნოდ წარმოაჩინა: უკვე მომხდარი საქმეებიდან და მისი დიდებულებიდან.რადგან ყველაფერი, რაც ღმერთს ინებებს, მისთვის ადვილია აღსასრულებლად.რადგან შეუძლია ბუნების შეცვლაც, სიმდაბლის სიმაღლედ გარდაქმნაც და ზნეების გასწორებაც.ამრიგად, რადგან ეს ყველაფერი ვიცით, ჩვენი მხრივაც ჩვენი წილი შევიტანოთ; მაშინ ყოველი დიდებით დავტკბებით და აღუწერელ სიმაღლეზე ავალთ, ღვთის შეწევნით.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
...მისთჳს, რომელსა პირველ ბერწ ერქუა, აღივსნეს ეზონი მისნი სიმრავლითა ნაშობთაჲთა, რომელთა შორის განსცხრების ათძალითა შემასხმელითა, ვითარცა დედაჲ შვილთა მიერ სახარულევანი, რამეთუ შეიწყნარა ხარებული იგი ესაია ჴმამაღლისაჲ, რომელ თქუა: „იხარებდ, ბერწი ეგე, რომელი არა შობდ; აღიმაღლე და ღაღად-ყავ, რომელსა არა გელმოდა“. ; ამისთჳსცა ნაკადულნი დიან საღმრთოჲსა მის ცუარისა და წყლისა ცხოველისანი საყოფელთა შორის სიონისათა, რომელ არიან ქადაგებანი მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთანი და წმიდათა მღდელთმოძღუართანი, რომელთა შორის სავანე-ყო მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან მამით და სულით წმიდითურთ.
ამისთჳს არა ღირს წოდებად მათა სწორ კაცთა, არამედ მოდასედ უჴორცოთა ზეცისათა, რომელთა მსგავსად ორბისა ფრთოვან-ქმნეს გონებაჲ მათი სიმაღლედ მიმართ სამყაროჲსა და ვითარცა ღრუბელთა აცურიეს სოფელსა ცუარი ღმრთისმეცნიერებისაჲ, და აღორძნდა ნაყოფი მართლისა სარწმუნოებისაჲ უმეტეს პირველისა.
რამეთუ შორის მისა ვითარცა ღუარძლი განარჩიეს ნერგი იგი სიმწარისაჲ, სარწმუნოებაჲ მჴეცებრ განბოროტებულთა მწვალებელთაჲ, რომელნი განცოფნეს სიბრძნესა შინა ამის სოფლისასა, ხოლო სილაღითა მით უკეთურებისა თჳსისაჲთა არა თავს-იდვეს მორჩილებაჲ სწავლასა მ...
... და იხილე, რაოდენი ქებით დაუდგინა მათ ღმერთი სიყვარულის მასწავლებლად.
ადამიანისგან სწავლა არ გჭირდებათო, ამბობს.ამასვე ამბობს წინასწარმეტყველიც: „და ყოველნი ძენი შენნი განსწავლულნი ღმრთისანი" ().რადგან, ამბობს: „თქუენ თჳთ ღმრთივ სწავლულნი ხართ სიყუარულისათჳს ურთიერთარს" ().რადგან, ამბობს, „და რამეთუ ჰყოფთცა მას ყოველთა მიმართ ძმათა, რომელნი არიან ყოველსა მაკედონიასა" (), და ყველა დანარჩენი ძმის მიმართაც.ეს სიტყვები ძალზე სირცხვილის აღმძვრელია და იმ საქმის აღსასრულებლად უბიძგებს.და უბრალოდ კი არ ვამბობ, რომ ღმრთივ სწავლულნი ხართ, არამედ ვიცი იმ საქმეებიდან, რასაც აკეთებთ.და ამის გამო მრავალი მოწმობა მისცა მათ.შემდეგ ამბობს: **„ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, გარდამატებად უფროჲსღა"*...