...ასეთი რამ ეკლესიის შესახებაც მოხდა: ბერწი იყო, მაგრამ მრავალი შვილის დედა გახდა. ამიტომაც ამბობს ესაია: „იხარებდ, ბერწი არმშობელი, ღაღადებდ და ჴმობდ, არმლმობელ, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი უფროს, ვიდრე მქონებელისანი ქმარსა“ (), რითაც წინასწარ აცხადებს, რომ ეს ეკლესიაზეც მოხდება. ამიტომაც ამ ფსალმუნის მთქმელმაც აქ დაასრულა სიტყვა, რადგან წინასწარმეტყველება აქედანაც სარწმუნოდ წარმოაჩინა: უკვე მომხდარი საქმეებიდან და მისი დიდებულებიდან. რადგან ყველაფერი, რაც ღმერთს ინებებს, მისთვის ადვილია აღსასრულებლად. რადგან შეუძლია ბუნების შეცვლაც, სიმდაბლის სიმაღლედ გარდაქმნაც და ზნეების გასწორებაც. ამრიგად, რადგან ეს ყველაფერი ვიცით, ჩვენი მხრივაც ჩვენი წილი შევიტანოთ; მაშინ ყოველი დიდებით დავტკბებით და აღუწერელ სიმაღლეზე ავალთ, ღვთის შეწევნით.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.