... და იხილე, რაოდენი ქებით დაუდგინა მათ ღმერთი სიყვარულის მასწავლებლად.
ადამიანისგან სწავლა არ გჭირდებათო, ამბობს. ამასვე ამბობს წინასწარმეტყველიც: „და ყოველნი ძენი შენნი განსწავლულნი ღმრთისანი" (). რადგან, ამბობს: „თქუენ თჳთ ღმრთივ სწავლულნი ხართ სიყუარულისათჳს ურთიერთარს" (). რადგან, ამბობს, „და რამეთუ ჰყოფთცა მას ყოველთა მიმართ ძმათა, რომელნი არიან ყოველსა მაკედონიასა" (), და ყველა დანარჩენი ძმის მიმართაც. ეს სიტყვები ძალზე სირცხვილის აღმძვრელია და იმ საქმის აღსასრულებლად უბიძგებს. და უბრალოდ კი არ ვამბობ, რომ ღმრთივ სწავლულნი ხართ, არამედ ვიცი იმ საქმეებიდან, რასაც აკეთებთ. და ამის გამო მრავალი მოწმობა მისცა მათ. შემდეგ ამბობს: **„ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, გარდამატებად უფროჲსღა"*...