თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ მაშინ არა უგულებელს-გუყვნა, რაჟამს ცოდვილ ვიყვენით და უღმრთო, და ცხორებად ჩუენდა ძისა მისისა სიკუდილად მიცემაჲ საჴმარ-იყო, რავდენ უფროჲს აწ არა უგულებელს-გუყვნეს, არამედ გუაცხოვნნეს, რაჟამს არცა ცოდვილნი ვართ, ვითარ-იგი პირველ, არამედ განმართლებულ ვართ სისხლითა ქრისტესითა. არცაღა საჴმარ არს სიკუდილი ძისა ღმრთისაჲ, რამეთუ ერთგზის სიკუდილითა თჳსითა განგუამართლნა მან. არღარაჲ არს უკუე დამაყენებელ ჩუენდა ცხორებისაგან, თჳნიერ ჩუენისა ოდენ მოსწრაფებისა.
ჰრომაელთა მიმართ 5:9
8. ხოლო გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილ-ღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა.9. რაოდენ უკუე უფროჲს აწ, განმართლებულ რაჲ ვართ სისხლითა მისითა, განვერნეთ ჩუენ მის მიერ რისხვისაგან!10. უკუეთუ მტერ რაჲ ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რაოდენ უფროჲს აწ, და-რა-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა!
ჰრომაელთა მიმართ თავი 5