თარგმანი: კუალად მასვე იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ დაცემითა მით ადამისითა ერთისა მისთჳს სიკუდილმან სუფევაჲ მიიღო, რავდენ უფროჲსად ჩუენ, რომელთა-ესე მადლი ღმრთისაჲ მოვიღეთ და ნიჭი და სიმართლე, არღარა დაგემონნეთ სიკუდილსა, არამედ ცხოველ ვიყვნეთ და ვსუფევდეთ ცხორებასა მას შინა, უკუეთუ ოდენ არა ნებსით თჳსით შთავვარდეთ წარსაწყმედელსა.
ჰრომაელთა მიმართ 5:17
16. და არა ვითარცა ერთისა შეცოდებულისათჳს ნიჭი იგი, რამეთუ საშჯელი იგი ერთისა მისგან დასაშჯელად, ხოლო მადლი იგი მრავალთაგან შეცოდებათა განსამართლებელად.17. რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა სიკუდილი სუფევდა ერთისა მისგან, რაოდენ უფროჲს, რომელნი-იგი უმეტესსა მას მადლისასა და ნიჭსა სიმართლისასა მიიღებენ ცხორებასა შინა სუფევდენ ერთისა მისგან იესუ ქრისტესა.18. ვითარცა-იგი ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა დასაშჯელად, ეგრეცა ერთისა მის სიმართლისათჳს ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებელად ცხორებისა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 5