მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 5:15

14. არამედ სუფევდა სიკუდილი ადამისითგან ვიდრე მოსესადმდე და მათ ზედაცა, რომელთა-იგი არა ეცოდა მსგავსად გარდასლვისა მის ადამისა, რომელი-იგი არს სახე მერმეთა მათ ჟამთაჲ.15. არამედ არა ვითარ შეცოდებაჲ და ეგრეთცა მადლი; რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოსწყდეს, რაოდენ უფროჲს მადლი იგი ღმრთისაჲ და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა მის კაცისა იესუ ქრისტესითა მრავალთა მიმართცა აღემატა!16. და არა ვითარცა ერთისა შეცოდებულისათჳს ნიჭი იგი, რამეთუ საშჯელი იგი ერთისა მისგან დასაშჯელად, ხოლო მადლი იგი მრავალთაგან შეცოდებათა განსამართლებელად.
ჰრომაელთა მიმართ თავი 5
15. არამედ არა ვითარ შეცოდებაჲ და ეგრეთცა მადლი; რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოსწყდეს, რაოდენ უფროჲს მადლი იგი ღმრთისაჲ და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა მის კაცისა იესუ ქრისტესითა მრავალთა მიმართცა აღემატა!
თავი ვ. იესუ ქრისტეს უფლისა კაცებისათჳს, რომელ იქმნა ნაცვალად მისა და იჴსნა იგი
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ არა ვითარ შეცოდებაჲ, და ეგრეთცა მადლი (5,15).:

თარგმანი: იხილე თუ რასა იტყჳს; რამეთუ ამას მოასწავებს, ვითარმედ: არა აქუს ადამის ცთომასა ესოდენი ძალი, რავდენი აქუს მადლსა მას ღმრთისასა, და არცა თუ ათასეული გინა ბევრეული ნაწილი მისი. აწ უკუე, ვინაჲთგან უძლურმან მან და, ვთქუა თუ, ყოვლადვე არარამან მადლსა თანა ღმრთისასა —ადამის ცთომამან — ესოდენი ძალი პოვა, ვიდრე არაშეცოდებულთაცა ზედა მოაწევდა სიკუდილსა, მაშა რავდენ უფროჲსადმცა არა შეუძლო მადლმან მან ღმრთისამან არა-კეთილისმოქმედთაცა ცხოველ-ყოფად აღდგომითა?

თავი ვ̂. შემოსლვისათჳს მაცხოვარებისა ჩუენისათჳს მეორისა მის კაცისა იესუ ქრისტესსა პირველისა მის წილ დაცემულისა მიწისაგანისა ადამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ არა ვითარ შეცოდებაჲ, და ეგრეცა მადლი; რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოსწყდეს, რავდენ უფროჲს მადლი იგი ღმრთისაჲ და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა კაცისა იესუ ქრისტესითა მრავალთა მიმართმცა აღემატა (5,15).:

თარგმანი: ჰნებავს ჩუენებად, ვითარმედ უმეტესი შეუძლო ქმნად მადლმან ქრისტესმან უფროჲს შეცოდებისა მის ადამისისა, რამეთუ საშჯელი ერთისა მისგან ადამის ყოველთა ზედა კაცთა განეფინა, ხოლო მადლი და ნიჭი ღმრთისაჲ ესოდენ ზეშთა-გარდაემატა, ვიდრემდის არა ხოლო თჳთ მის ადამის და ყოველთა ადამიანთა შეცოდებაჲ ოდენ აღჴოცა, არამედ სიმართლეცა ყოველთა შორის განჰფინა. ხოლო შენ იხილე, თუ რაოდენ ფრიადი სიშორე არს შორის ცოდვათა აღჴოცისა და სიმართლითა აღვსებისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის