თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა თუ ესე ხოლო გუაქუს სიქადულად, რომელ ვთქუენ მოცემულნი ესე ჩუენდა კეთილნი და მერმესა მასცა საუკუნესა მოცემადნი, და არა მათთჳს ოდენ ვიქადით, არამედ რომელნი-ესე წინააღმდგომად შერაცხილ არიან, მათ ზედაცა ვიქადით, რომელ არიან ჭირნი და განსაცდელნი და ღელვანი. ხოლო თუ ვინმე თქუასო თუ — რად იქადი ჭირთა ზედა, — უწყოდენ, ვითარმედ ამისთჳს ვიქადით ჭირთათჳს, რამეთუ მოთმინებასა გუასწავლიან. და უკუეთუ იტყჳთ თუ — და მოთმინებისა სარგებელი რაჲ არს, — ესე არს, რამეთუ გამოცდილ და გამოჴურვებულ გუყოფს. ხოლო გამოცდილებაჲ იგი ესევითარი საუკუნეთა მათ კეთილთა სასოებასა მოგუცემს, და რომელსა მათი სასოებაჲ აქუნდეს, არაოდეს ჰრცხუენეს მას, რამეთუ რომელი კაცსა ესვიდეს, მრავალგზის ცუდ იქმნის სასოებაჲ მისი, ხოლო რომელი ღმერთსა ესვიდეს, არაოდეს ჰრცხუენეს მას; და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: არა თუ კეთილთა ამათ ზედა ოდენ, რომელნი გუქონან, ვიქადით, არამედ მათ ზედაცა, რომელთა მოველით. ვითარმცა აწვე მოსრულ იყვნეს, ვიქადით, რამეთუ ესე არს საქმე მტკიცისა სარწმუნოებისაჲ. ხოლო კეთილად თქუა თუ "დიდებითა ღმრთისაჲთა", რამეთუ, რაჟამს აღთქუმანი...
ჰრომაელთა მიმართ 5:3
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო მერმეთა მათ მოცემადთა კეთილთა ზედა ვიქადით, არამედ, რომელ-იგი წინააღმდგომცა ვიეთმე ჰგონიან, — ჭირთა ზედა ამის სოფლისათა, რომელნი-იგი მოთმინებასა შემძენენ ჩუენ. ხოლო მოთმინებისა შესაძინელი არს, რაჲთა ესოდენი გამოცდილებაჲ მისცეს კაცსა, ვიდრემდის არღარა ეწყინებოდის შემთხუევაჲ ჭირთაჲ. ხოლო გამოცდილებაჲ მოატყუებს სასოებასა საუკუნეთა კეთილთასა. ხოლო რომელი მათდა მიმართ ესვიდეს, ესევითარსა მას არა ჰრცხუენეს რამეთუ კაცთა მიმართ სასოებაჲ მრავალგზის განცრუვნის, ხოლო ღმრთისა მიმართი არაოდეს განცრუვნების. და ვინაჲ ცხად არსო, ვითარმედ უეჭუელად მოგუცემს ღმერთი მერმეთა კეთილთა? - გარნა თუ აქაჲთვე, რამეთუ სული წმიდაჲ მისი მოჰფინა ჩუენ ზედა. [რაჲსათჳს-მე? — გარნა რამეთუ შემიყუარნა ჩუენ და არა საქმით მოგებულად], არამედ მადლით მონიჭებულად მოგუფინა მადლი სულისა წმიდისაჲ.
სხუაჲ თარგმანი ჳკუმენისი: კეთილად სახელ-სდვა სიყუარულად ღმრთისა ნიჭსა სულისა წმიდისასა, რომელი სიყუარულისათჳს, რომლითა მან შემიყუარნა ჩუენ, მდიდრად მოჰფინა გულთა ჩუენთა. ამისთჳს თქუა გულთა, რამეთუ საცნაურ და...
...40,6); შერაცხილ არს? უკუეთუ ტანჯოსცა და დილეგად მისცეს, უსწავიეს მას, ვითარმედ: „დაღაცათუ გარეშე კაცი განირყუნების, არამედ შინაგანი განახლდების“; და ვითარმედ: „ჭირმან გამოცდილებაჲ ქმნის“.
ჰხედავა, ვითარსა საზომსა მიაწევს ღმრთისმოყუარესა მას მოთმინებაჲ? განაახლებს და განანათლებს.
ამისთჳს გევედრები, ნუ ვავნებთ და მოვაუძლურებთ სულთა ჩუენთა ძჳრის-ჴსენებითა; რამეთუ ესე არა მედგრობისაგან მოყუსისა იქმნების, არამედ უკეთურებისაგან ჩუენისა და უძლურებისა.
აწ უკუე, ძმანო, გინა თუ გუაგინოს ვინ, გინა თუ გუცეს, გინა თუ წარიტაცოს ჩუენი, გინა თუ სხუაჲ რაჲმე ძჳრი შეგუამთხჳოს, ნუ განვრისხნებით, არამედ უფროჲსად მისთჳს ვცრემლოდით, რომელ სულსა თჳსსა ავნებს იგი. მიუტევნეთ შეცოდებანი მოყუსისანი, რაჲთა ჩუენცა ვპოოთ შენდობაჲ ცოდვათაჲ ღმრთისაგან და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
...არისაჲ რაჲ ნიავინ“. ეგრეთვე აქა, უკუეთუ არა დაშრტეს საჴუმილი იგი განსაცდელთაჲ, წყაროჲ ყოვლისავე სიბრძნისაჲ და ყოვლისავე სათნოებისაჲ აღმოეცენების მოთმინებითა, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაჲ - გამოცდილებასა, და გამოცდილებაჲ - სასოებასა. ხოლო სასოებამან არა არცხჳნის“.
ამისთჳს გეტყჳ თქუენ, გლახაკნო და ჭირვეულნო, მოითმინეთ მადლობით ყოველივე ძნელოვნებაჲ ამის საწუთროჲსაჲ, რაჲთა წიაღთა აბრაჰამისთა მიხჳდეთ, რაჲთა სამთა მათ ყრმათაებრ გჳრგჳნოსან იქმნნეთ. გეტყჳ თქუენ, მდიდარნო, ნუ გარემო საჴუმილისა მის გლახაკთაჲსა იქცევით და აღაგზებთ მას, ვითარცა მსახურნი იგი ნაბუქოდონოსორისნი, ნუცა ეკიცხევთ და ეცინით და სწუნობთ მყოფთა მათ საჴუმილსა შინა, რაჲთა არა ალი იგი მოგეხჳოს და შეგწუნეს თქუენ; არამედ შევედით თქუენცა მოწყალებითა საჴუმილსა მას და მიმოდაყარეთ იგი, რაოდენცა ძალ-გიც, რაჲთა ემსგავსნეთ ანგელოზსა მას, რაჲთა დაშრიტოთ თქუენთჳს განმზადებული იგი საჴუმილი. ნუ თაყუანის-სცემთ კერპსა მას მამონაჲსსა, რომელი აღუმართებიეს თითოსახისა ვნებისაჲ. უკუეთუ წარმოგიდგინნეს მტარვალნი თჳსნი და საჴუმილსა ბრძოლათა და განსაცდელთასა მიგცნეს მიშუებითა ღმრთისაჲთა გამოსაცდელად ახოვნებისა თქუენისა, თქუნ კაცად-კაცადმან: არს ღმერთი...