თარგმანი: ჰნებავს გამოჩინებაჲ, ვითარმედ, ვინაჲთგან ერთგზის ადამ გზა-სცა სიკუდილსა, არღარა ესოდენ უფლებდა კაცთა ზედა თითოეულისა ცოდვათათჳს, რავდენ მისისა მის ცთომისათჳს, რომელმან გზა-სცა ცოდვისა მის მიერ ურჩებისა სიკუდილსა კაცთა ზედა. და ამას მოასწავებს მოციქული, ვითარმედ: ვიდრე მოსესადმდე შჯული არა იყო, არამედ მოსე დადვა შჯული და განკრძალვაჲ ცოდვისაგან, და ვინაჲთგან დადვა მოსე შჯული ღმრთისა მიერ, მიერითგან დაიშჯებოდეს კაცნი გარდასლვისათჳს შჯულისა, და ეუფლებოდა მათ მისთჳს სიკუდილი, რამეთუ გამოაჩინებდა შჯული ცოდვისა საქმესა და იყო იგი საცნაურ. ხოლო პირველ შჯულისა, დაღაცათუ იყო ცოდვაჲ ყოველივე სოფელსა შინა, არამედ არად შერაცხილ იყო უმრავლესი (გარნა თუმცა სრულიადსა უშჯულოებასა გარდაერია, ვითარ-იგი ნოეს ზე გმირთაჲ მათ, ვითარ კაენისა, ვითარ სოდომელთაჲ). და ვინაჲთგან ცოდვისაგან მიიღებს სიკუდილი უფლებასა, ხოლო რაჟამს შჯული არა იყო, არა ჩნდა ცოდვაჲ, — ვითარ სუფევდა სიკუდილი? — ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ არა ცოდვითა მით შჯულისა გარდასლვისაჲთა სუფევდა მაშინ სიკუდილი და აქუნდა უფლებაჲ, არამედ ცოდვითა მით ადამის ურჩებისაჲთა იგი იყო ყოველთა...
ჰრომაელთა მიმართ 5:13
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ ცოდვიდეს პირველ შჯულისაცა, არამედ არა შეერაცხებოდა მათ ეგოდენ, ვინაჲთგან ჯერეთ არა იყო მბრძანებელი, ვითარმედ: "ესე რაჲმე ყავთ, ამას რასმე ნუ იქმთ"; ვინაჲცა შემთხუევაჲ იგი სიკუდილისაჲ არა ეგოდენ ცოდვათათჳს კაცად-კაცადისათა, რაოდენ გარდასლვისა მისთჳს ადამის მიერისა შეემთხუეოდა.
სხუაჲ თარგმანი ჳკუმენისი: მე ვჰგონებ, ვითარმედ ცოდვად გარდასლვასა მას ოდენ უწოდს შჯულისა, მოსეს მიერ მოცემულისასა, და ბრძანებათა მათ შაბათობისა და წინადაცუეთისათა, ამის რაჲსმე ჭამად და იმის რაჲსმე არა-ჭამად განწესებისათა, რომელი-ესე არა იყო ჯერეთ პირველ შჯულისა დაწესებულ. ამისთჳსცა, დაღაცათუ ვიეთმე მიერ იქმნებოდის, ცოდვად არა შეირაცხებოდის. ხოლო ესევითარნი ცოდვანი, რომელთათჳს ბუნებითი შჯული გუამხილებს, უკუეთუ ვინ იქმოდის, ცოდვად შეერაცხებოდის და დაისაჯებოდის, ვითარ-იგი არიან კაცისკლვაჲ და პარვაჲ, [· · ·], მამათმავლობაჲ და მსგავსნი ამათნი. და წამებენ ესევითარისა ამისთჳს დაშჯილნი კაენ და ლამექ,...
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: ვიდრე მოსესამდე შჯული არა იყო, არამედ მოსე დადვა შჯული და განკრძალვაჲ ცოდვისაგან, და ვანაჲთგან დადვა მოსე შჯული ღმრთისა მიერ, მაშინდითგან დაისჯებოდეს კაცნი გარდასლვისათჳს შჯულისა, და ეუფლებოდა მათ მისთჳს სიკუდილი, რამეთუ გამოაჩინებდა შჯული ცოდვისა საქმესა, და იყო იგი საცნაურ, ხოლო პირველ რჩულისა, დაღაცათუ იყო ცოდვაჲ სოფელსა შინა, არამედ არად შერაცხილ იყო ცოდვად, და ვინაჲთგან ცოდვისაგან მიიღებს სიკუდილი უფლებასა, ხოლო რაჟამს რჩული არა იყო, არა ჩნდა ცოდვაჲ, ვითარ სუფევდა სიკუდილი. ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ არა მით ცოდვითა რჩულისა გარდასლვისაჲთა აქუნდა მაშინ სიკუდილსა უფლებაჲ, არამედ ცოდვითა მით ადამის გარდასლვისაჲთა იგი იყო ყოველთა ამჴოცელ. ამისთჳს პარველ რჩულისაცა ყოველნი სიკუდილისა მძლავრებასა შთავარდებოდეს.
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის