მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 5:10

9. რაოდენ უკუე უფროჲს აწ, განმართლებულ რაჲ ვართ სისხლითა მისითა, განვერნეთ ჩუენ მის მიერ რისხვისაგან!10. უკუეთუ მტერ რაჲ ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რაოდენ უფროჲს აწ, და-რა-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა!11. არა ესე ოდენ ხოლო, არამედ ვიქადითცა ღმრთისა მიმართ იესუ ქრისტეს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაგან აწ დაგებაჲ ესე მოვიღეთ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 5
10. უკუეთუ მტერ რაჲ ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რაოდენ უფროჲს აწ, და-რა-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა!
პირი ე სასოებისა მისთჳს მის საუკუნოჲსა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: განვერნეთ ჩუენ მის მიერ რისხვისაგან. რამეთუ უკუეთუ ვიდრე-იგი მტერ ვიყვენით და დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რავდენ უფროჲს აწ, და-რაჲ-ვეგენით (5,9-10).:

თარგმანი: რისხვად საუკუნესა მას სატანჯველსა იტყჳს.

თავი ე̂. განმზადებულისა მისთჳს სასოებისა და მადლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ მტერ რაჲ ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რავდენ უფროჲს აწ, და-რაჲ-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა. არა ესოდენ ხოლო, არამედ ვიქადით-ცა ღმრთისა მიმართ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაგან აწ დაგებაჲ ესე მოვიღეთ (5,10-11).:

თარგმანი: ვინაჲთგან აწ არღარად საჴმარ არს კუალად სიკუდიდ განცემაჲ ძისა მისისაჲ, არამედ ფრიად რაჲმე უადვილეს არს ცხოვნებაჲ ერთგზის განცხოველებულთაჲ მის მიერ, ამისთჳსცა, რაჲთა არა გურცხუენოდის, ვითარმედ ესოდენ მძიმე იყვნეს ცოდვანი ჩუენნი, რომელ აიძულეს ღმერთსა სიკუდიდ მიცემაჲ ძისა თჳსისაჲ, შესძინებს მოციქული, ვითარმედ: არა ხოლო სირცხჳლისაგან ჴსნილ ვართ, არამედ სიქადულადცა თანამდებ ვართ, ვითარცა ესოდენ შეყუარებულნი ღმრთისანი, რომელ, უღმრთო რაჲ ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა, რაჲთა დამიგნეს თავსა თჳსსა.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლთ ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი დღესასწაულობაჲ: განშორებაჲ ბოროტთაგან და ქმნაჲ სათნოებისაჲ:

...ერსა მას უგუნურსა, არამედ ისუს ვჰბაძვიდეთ და ქალებს და ნუ უდებ ვიქმნებით, ვიდრემდის აღთქუმანი იგი დავიმკჳდრნეთ და ზეცად აღვიდეთ.

ნუცა ვჰგონებთ, თუ ძნელ არს გზაჲ იგი; „უკუეთუ ვიდრე მტერღა ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რავდენ უფროჲს აწ, და-რაჲ-ესე-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა“.

გარნა „იწროჲ არსო ბჭე და გზაჲ იგი საჭირველ“, - მეტყჳან ვინმე. გულისჴმა-ყავ, კაცო, რომელი ამას იტყჳ: პირველი იგი გზაჲ, რომელსა ხჳდოდე, ვითარი იყო? არა იწროჲ ხოლო იყო და საჭირველ, არამედ სრულიად უვალ და მჴეცთაგან ბოროტთა სავსე, და იყავ შენ შეყენებულ მას შინა და გამოსლვისა ღონე არცა ერთი რაჲ გაქუნდა; და ვითარცა-იგი ჩჩჳლთა ვერ ჴელ-ეწიფებოდა წიაღსლვაჲ ზღჳსა მის მეწამულისაჲ, არა თუმცა ქმნილ იყო სასწაული იგი განპებისა მისისაჲ, ეგრეთვე შენ ვერ ჴელ-გეწიფებოდა პირველისა მის ცხორებისაგან ზეცად აღსლვაჲ, უკუეთუმცა არა მოსრულ იყო ნათლის-ღებაჲ. არამედ მან შეუძლებელი იგი მადლითა ქრისტესითა შესაძლებელ-ყო. ხოლო უკუეთუ შეუძლებელი იგი შესაძლებელ იქმნა, რავდენ უფროჲსად აწ ძნელი იგი ადვილ იყოს? იგი საქმე ზეგარდამოჲსა მადლისაჲ იყოო. ამისთჳს უკუე უმეტესი გაქუნდინ სასოებაჲ, რამეთუ უკუეთუ მაშინ მადლი ხოლ...

სრულად ნახვა