თარგმანი წმიდისა კჳრილესი: რომელსა ჟამსა? — ესე იგი არს, ვითარმედ მას ჟამსა, რაჟამს იხილა ეშმაკისა საცთური, სრულიად განფენილი სოფელსა შინა, და კაცთა ნათესავი სრულიად მოუძლურებული მისთა მათ მძლავრობათაგან, და ცხორებისა კაცთაჲსა სასოებაჲ სრულიად წარკუეთილი, მაშინ მიუთხრობელითა მით სიყუარულითა მისითა, რომელი აქუს კაცთა მომართ, თავს-იდვა სიკუდილი ჩუენთჳს, რომელნი-ესე უღმრთო ვიყვენით. რამეთუ კაცისა სიმართლისა და კეთილისათჳს, ვინ უწყის, ნუ-უკუე თავს იდვა-მცა ვინ სიკუდილი (დაღაცათუ არცა ესე სადა იქმნების, გარნა, ვინ უწყის, ნუ-უკუე იქმნა-მცა ესე!), ხოლო ცოდვილისა და ურჩისათჳს ვინმცა თავს-იდვა? გარნა ღმერთმან ინება, რაჲთამცა ფრიადი იგი სიყუარული თჳსი, რომელი აქუს ჩუენდა მომართ, გამოაჩინა. ამისთჳს მისცა ძე თჳსი სიკუდილად.
ჰრომაელთა მიმართ 5:7
6. რამეთუ ქრისტე, ვიდრე-იგი ჩუენ უძლურ-ღა ვიყვენით, ჟამსა ოდენ უღმრთოთათჳს მოკუდა.7. რამეთუ ძნიად ვინმე მართლისათჳს მოკუდის, ხოლო კეთილისათჳს, ვინ უწყის, ნუუკუე და იკადრისცა ვინმე სიკუდილი.8. ხოლო გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილ-ღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 5