მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 5:19

18. ვითარცა-იგი ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა დასაშჯელად, ეგრეცა ერთისა მის სიმართლისათჳს ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებელად ცხორებისა.19. რამეთუ ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისა ურჩებითა ცოდვილნი შემოჴდეს მრავალნი, ეგრეცა ერთისა მის კაცისა მორჩილებითა მართალნი შემოვიდენ მრავალნი.20. რამეთუ შჯული შორის შემოვიდა, რაჲთა განმრავლდეს ცოდვაჲ, და სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატა მადლი,
ჰრომაელთა მიმართ თავი 5
19. რამეთუ ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისა ურჩებითა ცოდვილნი შემოჴდეს მრავალნი, ეგრეცა ერთისა მის კაცისა მორჩილებითა მართალნი შემოვიდენ მრავალნი.
თავი ვ. იესუ ქრისტეს უფლისა კაცებისათჳს, რომელ იქმნა ნაცვალად მისა და იჴსნა იგი
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ვითარცა-იგი ერთისა კაცისა შეცოდებითა ცოდვილნი შემოჴდეს მრავალნი (5,19).:

თარგმანი: ვითარ შემოჴდეს ერთისა შეცოდებითა მრავალნი ცოდვილნი? გარნა ესრეთ: ერთად, რამეთუ მისითა ცოდვითა შემოჴდა შჯული სიკუდილისაჲ; და კუალად, რამეთუ ვინაჲთგან პოვა ცოდვამან ადამის მიერ გზაჲ, ყოველთავე ზედა მიიწეოდა ნათესავთა მისთა, რამეთუ ყოვლნი ურთიერთას ბაძვითა და სწავლითა იქმოდეს ცოდვასა და ვერვინ უძლო დაყენებად ცოდვისა მის, რომელმან პოვა გზაჲ ადამისგან, არამედ ყოველნი შეიწყნარებდეს მას და ამისთჳს შემოჴდეს ადამის მიერ მრავალნი ცოდვილნი, რამეთუ მის მიერ პოვა ცოდვამან გზაჲ და დაწყებაჲ, და ყოველნივე თჳსად მიიზიდნა, ვიდრემდის მოვიდა უფალი და დაჰჴსნა იგი.

თავი ვ̂. შემოსლვისათჳს მაცხოვარებისა ჩუენისათჳს მეორისა მის კაცისა იესუ ქრისტესსა პირველისა მის წილ დაცემულისა მიწისაგანისა ადამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა-იგი ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა დასაშჯელად, ეგრეცა ერთისა მის სიმართლისათჳს ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებელად ცხორებისა, რამეთუ ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისა ურჩებითა ცოდვილნი შემოჴდეს მრავალნი, ეგრეცა ერთისა მის კაცისა მორჩილებითა მართალნი შემოვიდენ მრავალნი (5,19).:

მოციქულისაჲ: ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა, და ცოდვისა ძლით — სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს (5,12).

თარგმანი: ე მა კაცსა უწოდს, ადამს, მცნებისა [გარდასლვამან) ცოდვაჲ სოფლად შემოიყუანა, და ცოდვისა მიერ მოგუეტყუა უდილი და ხრწნილებაჲ, რამეთუ ჩუენცა ვებაძვენით ურჩებასა მისსა, და ესრეთ ყოველთა შევსცოდეთ.

სხუაჲ თარგმანი ჳკუმენისი: რაჲთა არავინ უსამართლოებაჲ დასწამოს ღმერთსა, ვითარმედ: "ადამ ერთმან ცოდა და მან მის ძლით ჩუენ ყოველთა ზედა მოაწია სიკუდილი", — ამისთჳს დაჰრთავს, ვითარმედ: "ყოველთა შესცოდეს", რომლითა ცხად ჰყოფს, ვითარმედ, უკუეთუმცა არა პირველად თანა-ზიარებულ ვიყვენით ურჩებასა და ცოდვასა მისსა, არამცა ზიარ-ქმნულ ვიყვენით სიკუდილსა და ხრწნილებასა მისსა.

მოციქულისაჲ: რამეთუ შჯულისა მოწევნადმდე ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა, ხოლო ცოდვად არა შერაცხილ იყო თჳნიერ შჯულისა (5,13).

თარგმანი: ესრეთ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის