თარგმანი: ვითარ მოიგებს კაცი მშჳდობასა ღმრთისა მიმართ? — აღსრულებისა მიერ მცნებათა მისთაჲსა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ, რომელი ცოდვიდეს, იგი ბრძოლასა ჰყოფს ღმრთისა მიმართ და არა მშჳდობასა.
ჰრომაელთა მიმართ 5:1
თარგმანი: ვინაჲთგან ფრიადი რაჲმე წარმოთქუა სარწმუნოებისათჳს, ამისთჳს აწ დასძენს კეთილთა საქმეთა მიერისა განმართლებისათჳსცა, რამეთუ ესე არს სარწმუნოებასა თანა ქონებაჲ მშჳდობისაჲ, რაჲთა არღარა მიმედევნნეთ ცოდვასა, რამეთუ ცოდვანი არიან მიზეზ ღმრთისმბრძოლობისა. ხოლო მშჳდობისა ქონებაჲ ღმრთისა მიმართ ესრეთ მოიგებვის, რაჲთა შეუდგეს კაცი მცნებათა მისთა და არღარა მბრძოლ იყოს მისსა, მოქმედებითა ცოდვათაჲთა, რამეთუ რომელმან-იგი პირველთა ცოდვათაგან გჳჴსნნა და სარწმუნოებად [თჳსა მოგჳძ...], მის მიერვე ადვილ არს ამიერითგან უცოდველად დაცვაჲ ჩუენი. ხოლო შენ იხილე, ვითარ მადლი რაჲ თქუა, აწინდელნი კეთილნი მოგუაჴსენნა, მონიჭებულნი ჩუენდა ნათლისღებისა მიერ, რამეთუ მის მიერ ვდგათ მტკიცედ. ხოლო სიქადული რაჲ დაჰრთო სასოებითა დიდებისა ღმრთისაჲთა, მერმეთა მათ კეთილთა სურვილად აღგუძრნა, რაჲთა მათდა მიმართ ცოდვითა უცვალებელად და მტკიცედ ვდგეთ სარწმუნოებასა ზედა და კეთილთა საქმეთა, და ყოველნივე შრომანი ქრისტესთჳს სიქადულად...
...ერსა მას უგუნურსა, არამედ ისუს ვჰბაძვიდეთ და ქალებს და ნუ უდებ ვიქმნებით, ვიდრემდის აღთქუმანი იგი დავიმკჳდრნეთ და ზეცად აღვიდეთ.
ნუცა ვჰგონებთ, თუ ძნელ არს გზაჲ იგი; „უკუეთუ ვიდრე მტერღა ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რავდენ უფროჲს აწ, და-რაჲ-ესე-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა“.
გარნა „იწროჲ არსო ბჭე და გზაჲ იგი საჭირველ“, - მეტყჳან ვინმე. გულისჴმა-ყავ, კაცო, რომელი ამას იტყჳ: პირველი იგი გზაჲ, რომელსა ხჳდოდე, ვითარი იყო? არა იწროჲ ხოლო იყო და საჭირველ, არამედ სრულიად უვალ და მჴეცთაგან ბოროტთა სავსე, და იყავ შენ შეყენებულ მას შინა და გამოსლვისა ღონე არცა ერთი რაჲ გაქუნდა; და ვითარცა-იგი ჩჩჳლთა ვერ ჴელ-ეწიფებოდა წიაღსლვაჲ ზღჳსა მის მეწამულისაჲ, არა თუმცა ქმნილ იყო სასწაული იგი განპებისა მისისაჲ, ეგრეთვე შენ ვერ ჴელ-გეწიფებოდა პირველისა მის ცხორებისაგან ზეცად აღსლვაჲ, უკუეთუმცა არა მოსრულ იყო ნათლის-ღებაჲ. არამედ მან შეუძლებელი იგი მადლითა ქრისტესითა შესაძლებელ-ყო. ხოლო უკუეთუ შეუძლებელი იგი შესაძლებელ იქმნა, რავდენ უფროჲსად აწ ძნელი იგი ადვილ იყოს? იგი საქმე ზეგარდამოჲსა მადლისაჲ იყოო. ამისთჳს უკუე უმეტესი გაქუნდინ სასოებაჲ, რამეთუ უკუეთუ მაშინ მადლი ხოლ...