თარგმანი: დაამდაბლებს შჯულისა დიდებასა, რამეთუ ჰურიათა მიმართ იყო სიტყუაჲ მისი და ღუაწლი, და იტყჳს, ვითარმედ არა თუ ოდენ არაჲ სარგებელ გუეყო შჯულისაგან, არამედ უფროჲსად აღემატა ცოდვაჲ ჩუენი გარდასლვითა მისითა. გარნა არა თუ ამისთჳს შემოვიდა შჯული, რაჲთა განამრავლოს ცოდვაჲ, ნუ იყოფინ! რამეთუ სიტყუაჲ იგი თუ "რაჲთა განმრავლდეს ცოდვაჲ" არა თუ მიზეზისაჲ არს რაჲ იგი, არამედ აღსასრულსა მისსა, თუ ვითარ იქმნა, გამოაჩინებს. რამეთუ, არა თუ ამისთჳს შემოვიდა, რაჲთა განამრავლოს ცოდვაჲ, არამედ ამას მოასწავებს მოციქული, ვითარმედ შჯული მოეცა, რაჲთა განაქარვოს და დააცხროსნ ცოდვაჲ, არამედ იგი უფროჲსად იქმნა განმამრავლებელ ცოდვისა. ვითარ? — არა თუ არამედ უკეთურებისაგან გონებათა მათთაჲსა, რომელთა მიეცა. რამეთუ შჯულმან ბევრეულნი მცნებანი მისცნა კაცთა მათ, ხოლო ვინაჲთგან ყოველთავე გარდაჰჴდეს, ამისთჳს განმრავლდა ცოდვაჲ მათი. აწ იხილე გარდამატებულებაჲ იგი ქრისტეს მადლისაჲ, და რაჲზომ განყოფილ არს შჯულისაგან, რამეთუ იგი დაშჯისა მომატყუებელ იქმნა, ხოლო ამან გარდაჰმატა მადლი, რამეთუ არა სატანჯველისაგან ოდენ განგუათავისუფლნა, არამედ ცოდვათაგანცა, და ცხორებაჲ...
ჰრომაელთა მიმართ 5:20
თარგმანი: თჳთ სიტყუაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: შჯულმან თანა-განვლო, რამეთუ ამისთჳს არა თქუა, თუ შჯული მოგუეცა, რაჲთა "თანა-განვლითა" წუთ-ჟამობაჲ მისი მოგუასწავოს. ხოლო რაჲთაჲ ესე აწინდელი არა მიზეზთა თქუმისაჲ არს, არამედ საქმეთა შემთხუევისაჲ, რამეთუ არა ამისთჳს მოეცა შჯული, რაჲთა განამრავლოს, არამედ რაჲთა განაქარვოს ცოდვაჲ, არამედ უდებებამან და ურჩებამან შჯულისა მიმღებელთამან განმაქარვებელი იგი ცოდვისაჲ განმამრავლებელ მისსა ყო, რაჟამს მრავალთა მათ და წულილადად მოცემულთა მცნებათა შჯულისათა გარდამავალობაჲ შემატება იქმნა ცოდვისა.
ხოლო შენ იხილე განმრავლებასა თანა ცოდვათასა გარდამატებაჲ მადლისაჲ; ვითარ არა ხოლო აღჴოცაჲ ცოდვათაჲ, არამედ უხუებაჲცა ნიჭთაჲ მოართუა კაცთა; და განიხილე შორის შჯულისა და მადლისა, ვითარ-იგი დასართველ ექმნა საშჯელისა, ხოლო ესე - შეძინება ნიჭისა. და კუალად განიხილე, ვითარ გარდასლვაჲ იგი შჯულისაჲ და მის ძლით განმრავლებაჲ ცოდვისაჲ ყო გარდამატება მადლთა, უღონოთაგან ღონისა მყოფელმან ღმერთმან, რაჟამს სხუებრ კურნებად ვერ შესაძლებელსა მას სენსა კაცთასა, მკურნალად მოუვლინა ძე ოქსი მხოლოდშობილი, რომლისა მოსლვამან...
თარგმანი: არა თუ რჩული ამისთჳს შემოვიდა, რაჲთა განამრავლოს ცოდვაჲ, — ნუ იყიფინ! — არამედ ამას მოასწავებს მოციქული, ვითარმედ რჩული მოეცა, რაჲთა განაქარვოს და დაჰჴსნას ცოდვაჲ, არამედ იგი უფროჲს განმამრავლებელ იქმნა ცოდვისა. ვითარ? — არა თუ თჳსისა ბუნებისაგან იქმნა რჩული განმამრავლებელ ცოდვათა, არამედ უკეთურებისაგან გონებათა მათთასა, რომელთა მოეცა, რამეთუ რჩულმან ბევრეულნი მცნებანი მოსცნა კაცთა მათ, ხოლო ვინაჲთგან ყოველთავე გარდაჰჴდეს, ამისთჳს განმრავლდა ცოდვაჲ მათი. აწ ახილე გარდამატებულებაჲ იგი ქრისტეს მადლისაჲ და რაჲზომ განყოფილ არს შჯულისაგან, რამეთუ იგი დასჯისა შემმატებელ იქმნა, ხოლო ამან გარდაჰმატა მადლი, რამეთუ არა სატანჯველისაგან ოდენ განგუათავისუფლნა, არამედ ცოდვათაგანცა, და ცხორებაჲ მოგუანიჭა.
...ჲ" მრავალსა ადგილსა გეპოების წმიდათა წერილთასა; არა მიზეზისა, არამედ თჳთ საქმეთა ქმნისა წარმოსაჩინებელად, ვითარ-იგი "შჯად სოფლისა მოვედ, რაჲთა, რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ, და რომელნი ხედვიდენ, დაბრმენ" (). და კუალად: "შჯული შორის-შემოვიდა, რაჲთა განმრავლდეს ცოდვაჲ" (). არამედ არცა შჯული განმრავლებად ცოდვისა მოეცა, არცა უფალი დაბრმობად მოვიდა. გარნა სრულებად საქმისა იჴუმევის "რაჲთაჲ" ესევითართა შინა ადგილთა, და არა მიზეზთა მაუწყებელად.
მოციქულისაჲ: შეკრებასა მას უკუე თქუენსა ერთად (11,20).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: შეკრებაჲ იგი სიყუარულისა სასწაული არს, ხოლო არა სიყუარულით იქმნების, ვინაჲთგან არა საზოგადო არს საზრდელი მდიდრისა და გლახაკისაჲ.
მოციქულისაჲ: არა არს ეკლესიაჲ პურის საჭმელ (11,20).
თარგმანი: უსაკუთრეს არს, ვითარმედ: არა არს საუფლოჲსა სერისა ჭამაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ სერობაჲ იგი თქუენი არა არს მსგავს საუფლოჲსა მის სერობისა, ოდეს-იგი უფალმან სიონს შინა ინაჴ-იდგა მოწაფეთა თანა; და არა ხოლო სხუანი, არამედ განმცემელიცა სწორებით გამოიზარდებოდა მათ თანა. ხოლო შენ ეკლესიად მიღებაჲ იგი საზრდელისაჲ საუფლოდ განგიკუთნავს, არამედ არა წესითა საუფლოითა აღასრულებ მას, რაჟამს ა...
...ალად პავლე იტყჳს, ვითარმედ: „გულისხმისსაყოფელი ღმრთისაჲ ცხადად მათა იქმნა, რაჲთა იქმნენ იგინი უსიტყუელ“, ხოლო მან არა თუ ამისთÂს უჩუენა, რაჲთა იყვნენ უსიტყუელ. და კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „შჯული შემოვიდა, რაჲთა განმრავლდეს ნაკლულევანებაჲ“, ; და იგი არა ამისთჳს შემოვიდა, არამედ რაჲთა დაეყენოს ცოდვაჲ.
ჰხედავა, ვითარ იპოვების, რამეთუ აღსასრულისათჳს არს? რამე-თუ ვითარცა ხუროთმოძღუარმან ვინმე ჴელოვანმან ნახევარი აღაშენის სახლისაჲ და ნახევარი დაუტევის, რაჲთა უკუეთუ ვინ იტყოდის აღ-შენებულისა მისთჳს, თუ არა მისი აღშენებული არს, ნაკლულევანისა მის აღსრულებითა გამოაჩინოს, ვითარმედ იგიცა მასვე უქმნიეს, ეგრეთვე ქრისტემან ვითარცა სახლი რაჲმე დარღუეული განაახლის ჩუენი ესე გუამი, რამეთუ ჴელი იგი განჴმელი განკურნა და დაჴსნილნი იგი მუჴლნი განაძლიერნა, მკელობელთა ავლენდა, კეთროვანთა განჰკურნებდა, მკუდართა აღადგინებდა, თუალთა დაბრმობილთა განანათლებდა და არაარსთა შეიქმოდა, რომელ-ესე ყოველნი ბუნებითისა მის უძლურებისა საქმენი იყვნეს, და იგიცა განაცხოველებდა ყოველსავე, რაჲთამცა ესრეთ გამოაჩინა ძალი თჳსი; ხოლო რომელ თქუა, ვითარმედ: „რაჲ-...