1.სარწმუნო არს სიტყუაჲ: უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს.2.ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ,3.არა მეღჳნე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვერცხლის უყუარულ,4.თჳსისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა.5.ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსისა სახლისა განგებაჲ არა იცის, ვითარ-მე ეკლესიათა ღმრთისათა მოღუაწებაჲ აგოს?6.ნუ ახალნერგ, რაჲთა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა.7.არამედ ჯერ-არს მისა, რაჲთა წამებაჲცა კეთილი აქუნდეს გარეშეთგან, რაჲთა არა ყუედრებასა შევარდეს და საფრჴესა ეშმაკისასა.8.დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორისმეტყუელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინელ,9.აქუსმცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებისაჲ წმიდითა გონებითა.10.და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან.11.ცოლნი მათნი ეგრეთვე ღირსმცა არიან, ნუ მასმენელ, ფრთხილ, მორწმუნე ყოველსა შინა.12.დიაკონნიმცა არიან ერთის ცოლის ქმარ, შვილთა კეთილად ზედამდგომელ და თჳსისა სახლისა.13.რამეთუ რომელნი კეთილად დიაკონობდენ, პატივი თავთა თჳსთა კეთილი მოუგონ და მრავალი განცხადებულებაჲ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა.14.ამას მივსწერ შენდა და ვესავ ადრე მოსლვასა ჩემსა;15.ხოლო უკუეთუ ვყოვნო, რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ.16.და, აღსარებულად, დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოჲ; ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა და განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა და ამაღლდა დიდებითა.
„უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს. ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ, არა მეღჳნე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვერცხლის უყუარულ, თჳსისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა.“ ().
...ვენ. ამით ისინი მცირე საზღაურს კი არ მიიღებენ, არამედ მეტად დიდს, რადგან ქრისტესთვის მოღვაწეები აღზარდეს.ხოლო სიწმიდეს სწორ ცხოვრებას უწოდებს, კდემულებას კი — წესიერებას.
„სარწმუნო არს სიტყუაჲ“ ().ეს ზემოთქმულს ეხება და არა სიტყვებს: „უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს“ ().რადგან ეს საეჭვო იყო, ამიტომ ამბობს: „სარწმუნო არს სიტყუაჲ“ (), რომ მამებიც შეძლებენ შვილთა სათნოებით სარგებლობას და დედებიც, როცა მათ კარგად აღზრდიან.მაშ რა, თუ თავად დედა ბოროტია და უთვალავი ბოროტებით სავსე?ნუთუ შვილთა აღზრდის გამო სარგებელს მიიღებს?განა უფრო მოსალოდნელი არ არის, რომ მათაც თავის მსგავსად აღზრდის?ამას სათნო დედაკაცზე ამბობს და არა ნებისმიერ ქალზე: ის ამისთვისაც დიდ საზღაურსა და...
...ებისათვის, და დიდად უწყობს ხელს, როცა წინამდგომნი სწავლების უნარის მქონენი არიან; ხოლო თუ ეს არ არის, ეკლესიებში ბევრი რამ იღუპება. ამიტომაც, სხვებთან ერთად, სტუმართმოყვარესთან, შემწყნარებელთან და ბრალდებისთვის მიუწვდომელთან ერთად, ამასაც ჩამოთვლის და ამბობს: „სწავლულ“ ().
სხვაგვარად რატომღა ეწოდება მოძღვარი?დიახ, ამბობს იგი, რათა ცხოვრებით ასწავლიდეს სათნოებრივ სიბრძნეს.მაშასადამე, ეს ყველაფერი ზედმეტი ყოფილა, და წინსვლისათვის სიტყვიერი სწავლება საჭირო აღარ ყოფილა.მაშ, პავლე როგორღა ამბობს: „უფროჲს ხოლო რომელნი შურებოდიან სიტყჳთა და მოძღურებითა“ ()?რადგან, როცა საუბარი დოგმატებს ეხება, აქ ცხოვრების წესს რა ძალა აქვს?მაგრამ რომელ სიტყვას გულისხმობს?არა მაღალფარდოვანს, არც გარეგანი სიტურფით შემკულს, არამედ იმას, რომელსაც სულის დიდი ძალა აქვს შეძენილი, რომელიც სავსეა გონიერები...
.... მართლაც, ეპისკოპოსებზე მსჯელობისას და მათ შესახებ მრავლის თქმის შემდეგ, ასაკს არსად აკონკრეტებს.ხოლო თუ წერილში ამბობს: „შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი“ () და „ერთის ცოლის ქმარ“ (), ამით იმას კი არ ამბობს, თითქოს აუცილებელი იყოს შვილებისა და ცოლის ყოლა; არამედ იმას გულისხმობს, რომ, თუ ოდესმე საერო პირთაგან ვინმე მოსაყვანი იქნებოდა, ასეთ კაცს უნდა სცოდნოდა სახლის, შვილებისა და ყოველივე დანარჩენის წინამძღვრობა.
რადგან, თუ იგი საერო კაციც იყოს და ამ საქმეებშიც გამოსადეგი არ აღმოჩნდა, როგორ მიენდობოდა მას ეკლესიაზე ზრუნვა?მაგრამ, იტყვის ვინმე, რის გამო სწერდა მოწაფეს, რომელიც უკვე სწავლებისთვის იყო განწესებული?განა იგი ჯერ სრულად არ უნდა მომზადებულიყო და შემდეგ გაგზავნილიყო?მაგრამ ტიმოთეს სჭირდებოდა არა ის სწავლება, რომელიც მოწაფეებს სჭირდებათ, არამედ ის, რომელიც მოძღვარს შეჰფერის.მაშ, იხილე, მთელი ეპისტოლის განმავლო...